NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

16 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 939 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა.

სხდომის დასაწყისში ღონისძიების მონაწილეებმა დმანისის ინციდენტზე რეაგირების შესახებ მოისმინეს. როგორც ცნობილია, უწყებათაშორისი კომისიის 9 ოქტომბრის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორის მოადგილეს, რომელიც კომისიის წევრია, სთხოვა, პირად კონტროლზე აეყვანა გავრცელებული ინფორმაცია საარჩევნოდ მოსახლეობის მხარდაჭერისთვის დმანისში ადგილობრივთა „ყურანზე” დაფიცებასთან დაკავშირებით. მთავარი პროკურორის მოადგილემ კომისიას დღეისათვის გამოძიების ხელთ არსებული მასალების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. კერძოდ, მომჩივნის თქმით, მას შემდეგ, რაც უწყებათაშორისმა კომისიამ განიხილა მომხდარი ფაქტი და შესაბამისი რეკომენდაცია მიიღო, მსგავს შემთხვევებს ადგილი აღარ ჰქონია. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, აუცილებელია, გაირკვეს, ჰქონდა თუ არა ასეთ ფაქტებს ადგილი დმანისში. ამ მიზნით პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და დღეისათვის 15-მდე პირი გამოიკითხა.

უწყებათაშორისმა კომისიამ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოტანილი განცხადებები განიხილა, რომლებიც შესაძლო ზეწოლის, ფიზიკური შეურაცხყოფის, ძალადობისა და სააგიტაციო მასალის დაზიანების − პლაკატების ჩამოხევის ან მასზე სხვა საარჩევნო სუბიექტის პლაკატის გადაკვრის ფაქტებს უკავშირდებოდა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, ყველა იმ საკითხს, რომლებითაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა სუბიექტებმა უწყებათაშორის კომისიას მიმართეს, უკვე მოჰყვა რეაგირება; ისინი შს სამინისტროს, მთავარ პროკურატურას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, აუდიტის სამსახურსა და ცესკო-ს გადაეგზავნა. ამ უწყებების წარმომადგენლებმა უწყებათაშორის კომისიას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია შესაძლო ინციდენტებზე რეაგირების თაობაზე. როგორც უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომაზე ითქვა, შესაძლო ფიზიკური ძალადობის 10 საქმეზეა დაწყებული გამოძიება.

გარდა კომისიის წევრების მიერ შემოტანილი განცხადებებისა, სხდომაზე ის შესაძლო დარღვევებიც განიხილეს, რომლებიც უწყებათაშორისმა კომისიამ მედიაში გავრცელებული მასალის მონიტორინგის ფარგლებში მოიპოვა. მედიაში გავრცელებული შესაძლო დარღვევების ფაქტებზე რეაგირება დაუყოვნებლივ ხდება და ისინი შესაბამის უწყებებს ეგზავნება. ამდენად, უწყებათაშორის კომისიას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისათვის საშუალება ჰქონდა, მათზე რეაგირების შესახებაც მიეღო ინფორმაცია.

სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

უწყებათაშორისი კომისია თანამშრომლობს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან. სამუშაო პროცესში მონაწილეობენ კომისიის წევრები (საქართველოს შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; აგრეთვე, მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს.

უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა. კომისია შეიქმნა 2015 წლის შუალედური არჩევნებისთვისაც. ჯამში, სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისიამ 48 რეკომენდაცია შეიმუშავა. უწყებათაშორისი კომისიის ეგიდით და მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველად 2016 წელს წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის პრევენციისა და ძალადობის წინააღმდეგ ჩატარდა სპეციალური საინფორმაციო კამპანია (17 სექტემბერი – 30 ოქტომბერი), რომელშიც მონაწილეობა მიიღო საარჩევნო სუბიექტის 11-მა ლიდერმა; შეიქმნა ვიდეორგოლი, სადაც პოლიტიკოსები მხარდამჭერებს არჩევნების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარებისაკენ მოუწოდებდნენ. ვიდეორგოლი 18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში 967 620-მა მაყურებელმა, მინიმუმ, ერთხელ მაინც ნახა.

კომენტარები

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორი პროკურორი სხდომა უწყებათაშორისი კომისია 2017-10-16
Tags თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორი პროკურორი სხდომა უწყებათაშორისი კომისია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გერმანელი ფუტურისტი არტისტების გიჟური ხედვა 1930-ში

შემდეგი სტატია

ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია

მსგავსი სტატიები

წულუკიანი: სულ ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა 2024 წელს ხელისუფლება შეცვლილიყო, მაგრამ ახლა, ამათი შემყურე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბრძოლა უნდა გააგრძელოთ

წულუკიანი: სულ ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა 2024 წელს ხელისუფლება შეცვლილიყო, მაგრამ ახლა, ამათი შემყურე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბრძოლა უნდა გააგრძელოთ

ნინო ჩხეიძე 11 მარ 2022
ე.წ. ამცრელი სივრცეები ქვეყნის 4 დიდ ქალაქში შეიქმნება – სივრცის მოსაწყობად შესაძლოა მოლების შენობებიც გამოიყენონ

ე.წ. ამცრელი სივრცეები ქვეყნის 4 დიდ ქალაქში შეიქმნება – სივრცის მოსაწყობად შესაძლოა მოლების შენობებიც გამოიყენონ

ირაკლი შალიკაშვილი 08 ივნ 2021
„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ისევ დაქორწინდნენ“

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ისევ დაქორწინდნენ“

სოსო ელისაშვილი 30 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

    ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

  • როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

    როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

  • დღე ისტორიაში – 5 ივნისი

    დღე ისტორიაში – 5 ივნისი

  • “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

    “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

  • შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

    შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

  • გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

    გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

  • გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

    გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

  • მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

    მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

  • Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

    Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

  • ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

    ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge