ნადეჟდა მიხალკოვამ რეზო გიგინეიშვილთან განქორწინებაზე განცხადება შეიტანა, ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის საქალაქო სასამართლოს ოფიციალური საიტი ავრცელებს.
სასამართლო სხდომა 23 ოქტომბერს გაიმართება.
რეზო გიგინეიშვილსა და ნადეჟდა მიხალკოვას სავარაუდო განქორწინების შესახებ რუსული მედია, გასული წლის აგვისტოში წერდა. თუმცა, წყვილი კომენტარს არ აკეთებდა. მეტიც, მსახიობი და რეჟისორი ერთად ჩნდებოდნენ სახვადასხვა ღონისძიებებზე.
მიხალკოვა და გიგინეიშვილი ოფიციალურად დაქორწინდნენ 2010 წელს, მათ ორი შვილი ნინო და ივანე ჰყავთ.
რეზო გიგინეიშვილს, პირველი ქორწინებიდან ჰყავს გოგონა მარია.
კომენტარები