NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»ზურაბ პატარაძე სტიქიურ კერებს ადგილზე გაეცნო

ზურაბ პატარაძე სტიქიურ კერებს ადგილზე გაეცნო

16 ოქტ 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 667 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

აჭარაში უკვე მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს. უხვმა ნალექმა აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები გაააქტიურა. მეწყრულ კერებთან ერთად, ადგილი ჰქონდა მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლას, რამაც ცალკეულ ადგილებში გამოიწვია ინფრასტრუქტურის დაზიანებაც. მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო საგანგებო შტაბი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით და ხდებოდა მდგომარეობის ადგილზე შესწავლა და შესაბამისი რეაგირება. გაწმენდით სამუშაოებს პრობლემურ კერებთან აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი, მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები და სამაშველო ბრიგადები ახორციელებენ. უხვმა ნალექმა პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც შექმნა. ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ქედის და ქობულეთის რამოდენიმე სოფელს. დილიდან მობილიზებულია „ენერგო-პროს” ბრიგადები და აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. „საკმაოდ უხვი ნალექი მოვიდა მთაში. ხულოში მოვისმინეთ ყველა სამსახურის ანგარიში, თუ რომელ სოფელში რა მდგომარეობაა და როგორ მიმდინარეობს სამუშაოები. ყველა სამსახური, მობილიზებულია, მუშაობს აჭარის საგზაო დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. განსაკუთრებით ვადევნებთ თვალყურს ზვავსაშიშ ზონებს. თუ მუნიციპალური სამსახურები ვერ გაწვდება და დასჭირდებათ ცენტრალური ხელისუფლების დახმარება, მზად ვართ მივიღოთ შესაბამისი ზომები”- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ, რომელიც ხულოსა და შუახევის პრობლემური ადგილების დათვალიერების შემდეგ, დაბა ქედის მდგომარეობას გაეცნო. დაბა ქედაში ადიდებული მდინარე აკავრეთა კალაპოტიდან გადმოვიდა და დაბაში მდებარე სკვერი დატბორა. დაზიანდა სკვერში არსებული ინფრასტრუქტურა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 10 მეწყრული კერა დაფიქსირდა. ზედა ჯოჭოში საავტომობილო გზაზე ჩამოწვა მიწის მასა, რის გამოც 7 ოჯახი მოწყვეტილია გარე სამყაროს. გეოლოგების რეკომენდაციით ზედა ჯოჭოში გაწმენდითი სამუშაოები განახლდება, როგორც კი გამოიდარებს. საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას საქართველოს საგზაო დეპარტამენტის და აჭარის საგზაო დეპარტამენტის მობილური ჯგუფები, მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები. ამ წუთებში საგანგებო შტაბი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ქედის გამგეობაში შეიკრიბა მომავალი ღონისძიებების გატარების დასაგეგმად.

კომენტარები

ზურაბ პატარიძე 2017-10-16
Tags ზურაბ პატარიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“წარმატება ლოდინით არ მოდის” – სამოტივაციო ვიდეორგოლი

შემდეგი სტატია

სოზარ სუბარი – “ამ ადამიანების გმირობის მაგალითზე უნდა გაიზარდონ მომავალი თაობები”

მსგავსი სტატიები

დიდი მასშტაბური აქციის თარიღი კვირის ბოლოს დაანონსდება

დიდი მასშტაბური აქციის თარიღი კვირის ბოლოს დაანონსდება

ირაკლი შალიკაშვილი 27 ნოე 2019
R2: „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, შესაძლოა, თეა წულუკიანი გახდეს

R2: „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, შესაძლოა, თეა წულუკიანი გახდეს

სოსო ელისაშვილი 03 მარ 2018
პრეზიდენტმა 19 პატიმარი და 23 პირობით მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა 19 პატიმარი და 23 პირობით მსჯავრდებული შეიწყალა

სოსო ელისაშვილი 25 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის გამარჯვებულმა სტარტაპმა Artisio-მ აუქციონის ტექნოლოგიების განვითარებისათვის 250 000 ფუნტის დაფინანსება მოიპოვა

    თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის გამარჯვებულმა სტარტაპმა Artisio-მ აუქციონის ტექნოლოგიების განვითარებისათვის 250 000 ფუნტის დაფინანსება მოიპოვა

  • “სწორ დროს, სწორ ადგილას” – SOLO მომხმარებლებს ახალ პროდუქტს SOLO X სთავაზობს

    “სწორ დროს, სწორ ადგილას” – SOLO მომხმარებლებს ახალ პროდუქტს SOLO X სთავაზობს

  • კობახიძე: რამდენი ადამიანიც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს და მერეც გაამწარა, 9 ათასი პატიმრიდან არცერთს გაუმწარებია. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებებზეა საუბარი?!

    კობახიძე: რამდენი ადამიანიც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს და მერეც გაამწარა, 9 ათასი პატიმრიდან არცერთს გაუმწარებია. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებებზეა საუბარი?!

  • ირაკლი კობახიძე: …რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს

    ირაკლი კობახიძე: …რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს

  • იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

    იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

  • ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

    ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

  • ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

    ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

  • Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

    Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge