თვითმმართევლობის არჩევნებამდე, უწყებათაშორისი კომისიის ბოლო სხდომაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კანდიდატების მოხსნის საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას. ნატროშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.
„დღეს ყველაზე მეტად გვაინტერესებს ორი ფაქტი, რომელიც დაფიქსირდა „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში, ერთი თეთრიწყაროში და მეორე ზუგდიდში, როდესაც კანდიდატურები საეჭვო ვითარებაში და გარემოებებში მოხსნეს მათმა ოფიციალურმა დარეგისტრირებულმა კანდიდატებმა. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია გამოძიება დაიწყოს იმიტომ, რომ გვაქვს ჩვენ ინფორმაცია, რომ გარკვეული ზეწოლა განხორციელდა ამ ადამიანებზე, იმისთვის, რომ მოეხსნათ თავიანთი ნომინაციები. საინტერესოა, რაიმე რეაგირება დაიწყო თუ არა საგამოძიებო სტრუქტურების მხრიდან“,- განაცხადა ნატროშვილმა.
კომენტარები