NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»აჭარაში ძლიერი წვიმისა და ქარის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა

აჭარაში ძლიერი წვიმისა და ქარის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა

16 ოქტ 2017 ახალი ამბები, საზოგადოება 704 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

აჭარაში ძლიერი წვიმისა და ქარის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად ხულოს გამგეობაში იმყოფებიან, სადაც საგზაო დეპარტამენტის და მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად უამინდობის გამო შექმნილ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს განიხილავენ.

ხულოსა და შუახევში გააქტიურებული მეწყერული პროცესების შედეგად საფრთხე  რამდენიმე ოჯახს შეექმნა. ასევე, ბარათაულის გზაზე ადგილი ჰქონდა წყლის მოვარდნას, რამაც მოძრაობა დროებით შეაფერხა.

უამინდობამ პრობლემები ქობულეთშიც  შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად ადმინისტრაციულ ერთეულებში მეწყერული პროცესები განვითარდა, ასევე ქარიშხალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები. ციხისძირსა და ბუკნარში წყალმომარაგება შეზღუდულია, ასევე ელექტროენერგია არ მიეწოდება ზენითის, ხუცუბნის, ციხისძირისა და ზედა სამების მომსახლეობას.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 5 მეწყრული კერა დაფიქსირდა. ზედა ჯოჭოში საავტომობილო გზაზე ჩამოწვა მიწის მასა, რის გამოც 7 ოჯახი მოწყვეტილია გარე სამყაროს. ამჟამად საგზაო დეპარტამენტის ტექნიკით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

რაც შეეხება დაბა ქედას, უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა შიდა გზები. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი სოფლის მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია.

გაწმენდით სამუშაოებს პრობლემურ კერებთან აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი ახორციელებს.  უწყვეტ რეჟიმში აწარმოებს აღდგენით სამუშაოებს სს”ენერგო-პრო ჯორჯია” ზემო აჭარისა და ქობულეთის აბონენტებისთვის შუქის მიწოდების დროულად აღსადგენად.

სტიქიასთან ბრძოლის მუნიციპალუტი შტაბები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები.

სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტების ყველა ბაღსა და სკოლაში შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე წყლის გამტარუნარიანობის პრობლემა შეიქმნა. ქალაქის წყალმიმღები სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს, თუმცა, ერთდროულად მოსული დიდი რაოდენობით ნალექის გამო დაგროვებული წყლის გადინება დროის მცირე მონაკვეთში შეფერხდა. შპს ,,ბათუმის წყლის” მობილური ჯგუფები რეგულარულად ახორციელებენ ქუჩების მონიტორინგს. გადაადგილების პრობლემა არ შექმნია საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

 

კომენტარები

აჭარა ელექტროენერგია მეწყრული პროცესები უამინდობა ქარი წვიმა 2017-10-16
Tags აჭარა ელექტროენერგია მეწყრული პროცესები უამინდობა ქარი წვიმა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სურსათის ეროვნული სააგენტო ჰოლანდიელ ექსპერტებთან ხარისხის მართვის სტანდარტებს განიხილავს

შემდეგი სტატია

„მიდის პროცესი, რომ პირველ ტურში ყველგან გაიმარჯვოს „ქართულმა ოცნებამ“

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე: „ძველი თბილისის რეაბილიტაცია არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი”

კახა კალაძე: „ძველი თბილისის რეაბილიტაცია არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი”

26 სექ 2017

პრემიერი საქართველოს ყველა რეგიონში მოსახლოებას სპონტანურად შეხვდება

27 დეკ 2017

თაკო ჩარკვიანი: კოლეგა პარლამენტარებო – ოპოზიციავ!!!!!! ცოცხლები ვართ თუ მკვდრები?!

ნინო ჩხეიძე 05 ივლ 2021

უახლესი ამბები

  • მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

    მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

  • გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

    გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

  • ისტორიული ფოტო

    ისტორიული ფოტო

  • დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

    დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

  • გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

    გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

  • საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

    საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

  • Porsche Driver Experience – პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში

    Porsche Driver Experience – პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

  • თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

    თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

  • ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

    ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge