სომალის დედაქალაქ მოგადიშოში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 189-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ტელეკომპანია i24 News-ი პოლიციაზე დაყრდნობით წერს. 200 ადამიანი მძიმედაა დაშავებული. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 85 დაღუპულის შესახებ.
ტელეკომპანია aljazeera ინფორმაციით, სომალის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
აფეთქება მოგადიშოში გუშინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, ბომბა სატვირთო მანქანაში იყო დამონტაჟებული, რომელიც მოგადიშოს ცნობილ სასტუმროსთან იდგა.
კომენტარები