NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სახალხო დამცველის შეხვედრები ბრიუსელში

სახალხო დამცველის შეხვედრები ბრიუსელში

14 ოქტ 2017 ახალი ამბები, სამართალი 825 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

2017 წლის 12-13 ოქტომბერს, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ევროკომისიაში, ნატოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე მიმოიხილა ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა საქართველოში, სასამართლო სისტემის ხარვეზები, მედიაგარემო, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები, გალში ქართული ენის სწავლების აკრძალვის საკითხი და უსაფრთხოების გამოწვევები. ინფორმაცია მიაწოდა ანტიდისკრიმინაციული კანონის იმპლემენტაციის დეტალებზე, უმცირესობათა უფლებებზე, გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ ვითარებაზე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. საუბარი შეეხო ასევე, სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტების გამოძიების ხარვეზებს, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას, სამუშაო ადგილებზე გარდაცვალება-დაშავების გახშირებულ ფაქტებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ევროპელი ოფიციალური პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დეტალურად დაინტერესდნენ საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობით, მართლმსაჯულების საკითხებით და აფგან მუხთარლის საქმით.

სახალხო დამცველი ბრუსელში შეხვდა ევროკომისარ იოჰანეს ჰანის მრჩეველს საქართველოს საკითხებში ჰანა იანსს, ევროპარლამენტის წევრი ანა მარია გომეშს, საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ სამეზობლოს თანამშრომლობის სამმართველოს უფროსს ბორის იაროშევიჩს და საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილეს დარკ ლორენცს; ასევე, ევროკავშირის განსაკუთრებულ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა საკითხებში სტავროს ლომბარდინის, სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის განსაკუთრებული წარმომადგენლის მრჩეველს საქართველოს საკითხებში ბიორნ კუნესს, ნატოს მისიის ქალთა მშვიდობისა და უსაფრთხოების ოფისის ხელმძღვანელს ჯეკი დოუს.

საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა „ღია საზოგადოება –ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის” ორგანიზებით გაიმართა.

 

კომენტარები

ბრიუსელი საქართველოს სახალხო დამცველი სახალხო დამცველი შეხვედრა 2017-10-14
Tags ბრიუსელი საქართველოს სახალხო დამცველი სახალხო დამცველი შეხვედრა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ 6 პირი დააკავა

შემდეგი სტატია

„ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის მიღებას“

მსგავსი სტატიები

კახიძე: იმოქმედეთ რათა მირზა სუბელიანი არ მიიმალოს

კახიძე: იმოქმედეთ რათა მირზა სუბელიანი არ მიიმალოს

09 ივნ 2018
გავრცელებული ინფორმაციით დააკავეს ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრა

გავრცელებული ინფორმაციით დააკავეს ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრა

News 02 აგვ 2020

დეკანოზ გიორგი მამალაძის კიდევ ერთი ადვოკატი დაიბარეს პროკურატურაში

13 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge