ყველასათვის ცნობილია, რომ რუსეთის ფედერაციას ულტრათანამედროვე და ამავე დროს ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სამხედრო შეიარაღება გააჩნია. ყოველ წელიწადს „დათვი“ ასეულობით მილიარდ დოლარს ხარჯავს ახალი სამხედრო შეიარაღების შექმნასა და შეძენაში. ამასთან, არც ის ფაქტი უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის ფედერაციის შემოსავლების დიდ ნაწილს, მის მიერ წარმოებული შეიარაღების სხვადასხვა ქვეყნებისათვის მიყიდვა წარმოადგენს.
რუსეთის ფედერაციამ ბოლო დროს, მსგავსი სამხედრო შეიარაღების შესყიდვაზე შეთანხმებას საუდის არაბეთთან მიაღწია. გაზეთ „კომერსანტის“ თქმით, ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა დაახლობეით 3 მილიარდი დოლარის ოდენობის კონტრაქტს. ხელშეკრულება Корнет-ЭМ-ის ტიპის მართვადი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების, რეაქტიული ცეცხლმტყორცნების ТОС-1А, ავტომატური ყუმბარმტყორცნების АГС-30, საუდის არაბეთში АК-103-ის ტიპის ავტომატების სერიული წარმოების მოწყობასა და, რაც ყველაზე საინტერესოა, С-400 ტიპის საზენიტო სისტემების 4 დივიზიონის მიწოდებას ითვალისწინებს.





ჩინეთისა და თურქეთის შემდეგ, საუდის არაბეთი რიგით მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც С-400-ები შეიძინა. თანაც პირდაპირ, ყოველგვარი ტენდერის გამოცხადების გარეშე, რაც, მხარეებს შორის არსებული მყარი და გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე ურთიერთობაზე მეტყველებს.
კომენტარები