NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კახა კალაძე ზაჰესის მოსახლეობას შეხვდა

კახა კალაძე ზაჰესის მოსახლეობას შეხვდა

14 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 531 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დღეს ზაჰესის დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრა გამართა მოსახლეობასთან. მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს სვეტიცხოვლობა მიულოცა და საარჩევნო პროგრამის პრორიტეტები გააცნო.

სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა თბილისის ურბანულ განვითარებაზე, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებაზე, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარების გზებზე, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებსა და განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევის მნიშვნელობაზე.

თბილისის მერობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა ცენტრალური და პერიფერიული უბნების თანაბარი განვითარების აუცილებლობას.

„ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა, რომ თბილისის ყველა რაიონში მცხოვრებმა მოქალაქემ დედაქალაქი იგრძნოს საკუთარ უბანში, საკუთარ ქუჩაზე. საჭიროა მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობა ყველა რაიონში, რითაც ნებისმიერი თაობის ადამიანი ისარგებლებს და ეს მუნიციპალური პროგრამები იქნება ხელმისაწვდომი”, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ ეკოლოგიურ გამოწვევებზე და მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც ითვალისწინებს პარკებისა და სკვერების რეაბილიტაციას, ახალი მწვანე სივრცეების შექმნას; მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებას და განვითარებას, ასევე, მშენებლობის სტანდარტების დახვეწას. მანვე ყურადღება გაამახვილა სოციალურ მიმართულებაზე და აღნიშნა, რომ ოცდაორივე მუნიციპალური პროგრამა გაგრძელდება და კიდევ უფრო განვითარდება.

„ხვალ და ზეგ თქვენთან შეხვედრის მე არ შემრცხვება, რადგან 4 წლის განმავლობაში ჩვენ განვახორციელებთ საუკეთესო პროექტებს, გავატარებთ საუკეთესო რეფორმებს, რომლითაც თითოეული თქვენგანი, ჩემთან ერთად იამაყებს”, – აღნიშნა კახა კალაძემ შეხვედრაზე.

ზაჰესის დასახლებაში გამართულ შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია წულაია და  „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა ოგბაიძე დაესწრნენ.

კომენტარები

ზაჰესი თბილისი მერობის კანდიდატი კახა კალაძე მერობის კანდიდატი მოსახლეობა შეხვედრა 2017-10-14
Tags ზაჰესი თბილისი მერობის კანდიდატი კახა კალაძე მერობის კანდიდატი მოსახლეობა შეხვედრა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ლიკა ქავჟარაძე ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს

შემდეგი სტატია

იუსტიციის მინისტრმა სვირში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

მსგავსი სტატიები

შსს-მ ხაშურში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტი გამოავლინა

13 დეკ 2017
რთველის საკოორდინაციო შტაბში კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

რთველის საკოორდინაციო შტაბში კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

20 აგვ 2018

კახა კალაძე სამგორის მოსახლეობას შეხვდა

21 სექ 2017

უახლესი ამბები

  • კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

    კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

  • ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

    ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

  • სროლა ტეხასის  სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

    სროლა ტეხასის სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

  • მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

    მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

  • სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

    სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

  • ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

    ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

  • ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

    ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

  • თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

    თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

  • “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

    “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

  • ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

    ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge