NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»იუსტიციის მინისტრმა სვირში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

იუსტიციის მინისტრმა სვირში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

14 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 818 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 49-ე საზოგადოებრივი ცენტრი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირში გახსნა. საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით მეორე სვირის მოსახლეობასთან ერთად სოფლების − პირველი სვირი, როდინაული, პირველი ობჩა, მეორე ობჩა  − 5 000-ზე მეტი მოსახლე ისარგებლებს.

სოფელ მეორე სვირში საზოგადოებრივი ცენტრის აშენება იუსტიციის მინისტრს ადგილობრივმა მოსახლეობამ სთხოვა. თეა წულუკიანი მათ გასული წლის სექტემბერში  ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატ შალვა კიკნაველიძესთან ერთად შეხვდა. როგორც მაშინ აღმოჩნდა, პირველ და მეორე სვირში მოსახლეობას სახელმწიფო და კერძო სერვისებზე წვდომა უჭირდა და ასევე არ ჰქონდა სივრცე, სადაც სოფლის მაცხოვრებლები სოფლისათვის საჭირბოროტო თემებზე შეხვედრებს გამართავდნენ. 2017 წლის ნოემბერში სამინისტროს სისტემის ბიუჯეტის განსაზღვრისას, იუსტიციის მინისტრმა მეორე სვირში მის წინაშე მოსახლეობის მიერ დაყენებული პრობლემების გადასაჭრელად საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა გაითვალისწინა.

საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს. სოფლისა და დაბების მოსახლეობას ის სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს.

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას, მათ შორის შეხვედრების დარბაზსა და კომპიუტერების ოთახს სთავაზობენ.

მეორე სვირის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდა იუსტიციის სახლის სერვისების, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომსახურებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისების (მაგალითად, სასკოლო ატესტატის) ადგილზე მიღება; საზოგადოებრივ ცენტრში, ასევე, გაიცემა სოციალური სააგენტოს სერვისები.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ამ სოფელში არა მხოლოდ საჯარო სერვისები, არამედ „მაგთისა” და „ლიბერთი ბანკის” მომსახურებაც გახდა ხელმისაწვდომი, რაც პენსიონერებს − პენსიის სოფლიდანგაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემთ. მანამდე მეორე სვირში არც ბანკისა და არც მობილური ოპერატორის ოფისი არ არსებობდა.

ამავე შენობაში განთავსებულია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა; შეხვედრების ოთახი, რომლის გამოყენებაც ადგილობრივ მოსახლეობას უფასოდ შეუძლია; სკაიპის ოთახი, სწრაფი გადახდის აპარატები და სხვ.

მეორე სვირის გარდა, დღეისათვის უკვე ფუნქციონირებს 48 საზოგადოებრივი ცენტრი შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხში, ლაჯანაში, ბარალეთში, კუმურდოში, წალკაში, კოხნარში, თბილისში (გლდანში), ზეინდარსა და ბაკურიანში.

მეორე სვირის საზოგადოებრივ ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა. საქართველოს მასშტაბით მოქმედ საზოგადოებრივ ცენტრებში 200-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

 

კომენტარები

თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრი იუსტიციის სახლი სვირი 2017-10-14
Tags თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრი იუსტიციის სახლი სვირი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კახა კალაძე ზაჰესის მოსახლეობას შეხვდა

შემდეგი სტატია

ნაციონალური მოძრაობა დღეს აქციას გამართავს

მსგავსი სტატიები

„ტვ პირველში“ არანაირ შეჭრაზე არ არის საუბარი, ეს არის უბრალოდ ტყუილი, გამოგონილი, ტემპერატურის აწევის მორიგი მცდელობა

„ტვ პირველში“ არანაირ შეჭრაზე არ არის საუბარი, ეს არის უბრალოდ ტყუილი, გამოგონილი, ტემპერატურის აწევის მორიგი მცდელობა

ირაკლი შალიკაშვილი 11 მარ 2021
ზურაბ გურული: დიდი მადლობა უკრაინა! მსოფლიო ვალშია შენს წინაშე; სისხლის ვალში. შენ გაიმარჯვებ!

ზურაბ გურული: დიდი მადლობა უკრაინა! მსოფლიო ვალშია შენს წინაშე; სისხლის ვალში. შენ გაიმარჯვებ!

ნინო ჩხეიძე 24 თებ 2022
Amnesty International – როგორც ჩანს, ეს პოლიტიკური შურისძიებაა

Amnesty International – როგორც ჩანს, ეს პოლიტიკური შურისძიებაა

ნინო ჩხეიძე 09 ნოე 2021

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge