აშშ-ს მთავარი მოკავშირეები, არ აპირებენ რომ ირანთან დადებული შეთანხმება გადახედონ. დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია აცხადებენ, რომ შეტანხმება მათი საერთო ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის.
ტრამპის განცხადებას ევროკავშირმაც უპასუხა. კავშირის თქმით მხოლოდ ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს „მუშა შეთანხმების“ გაუქმებას.
ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის განცხადებით აშშ ამ საკითხში იზოლირებულია.
„როგორც ჩანს მან არ იცის, რომ ეს ორმხრივი შეთანხმება არ არის ირანსა და აშშ-ს შორის“, – აცხადებს როუჰანი.
ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ის ირანთან დადებულ შეთანხმებას გააუქმებდა.
კომენტარები