NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»„ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის მიღებას“

„ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის მიღებას“

14 ოქტ 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 345 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის მიღება მიულოცა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის – ქვეყნის ძირითადი კანონის ახალი რედაქციით მიღებას. ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.
ეს არის თანამედროვე, დასავლური ტიპის, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული დოკუმენტი, რომელიც უნდა იქცეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, პროგრესის, სტაბილურობის და ევროპული მომავლის შემდგომ გარანტად
თითოეულმა ადამიანმა, ვინც მონაწილეობა მიიღო ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის შემუშავების პროცესში, ვინც მხარი დაუჭირა დემოკრატიას და ხელისუფლების დანაწილების პრინციპებზე დაფუძნებული კონსტიტუციის მიღებას, მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და სტაბილურ განვითარებას.
მინდა მადლობა გადავუხადო საკონსტიტუციო პროცესის მონაწილე ყველა მხარეს, საკონსტიტუციო კომისიის თითოეულ წევრს და რიგით მოქალაქეებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ჩართული იყვნენ საკონსტიტუციო ცვლილებების ფორმირების პროცესში.
კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ვენეციის კომისიას, რომელმაც ჩვენთან ერთად დიდი შრომა გასწია საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ფორმირებაში. ვენეციის კომისიამ ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის კონსოლიდირებისა და გაუმჯობესებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პრინციპებს ეფუძნება.
კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, ძლიერდება ოპოზიციის როლი და შესაძლებლობები, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა მისწრაფებები და ღირებულებები ასახულია ქვეყნის მთავარ კანონში და დავარწმუნო ისინი, რომ ჩვენს მიერ დემოკრატიის განმტკიცებისა და განვითარებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი, მათ უკეთეს ხვალინდელ დღეზე აუცილებლად აისახება„,-ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

კომენტარები

კვირიკაშვილი კონსტიტუცია 2017-10-14
Tags კვირიკაშვილი კონსტიტუცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სახალხო დამცველის შეხვედრები ბრიუსელში

შემდეგი სტატია

პრეზიდენტმა მსახიობი ლაშა კურტანიძე შეიწყალა

მსგავსი სტატიები

კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს შეხვდა

18 დეკ 2017
სესიაშვილი: სუს-ის ხელმძღვანელი სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ნდობის ჯგუფს უახლოეს მომავალში მიაწვდის

სესიაშვილი: სუს-ის ხელმძღვანელი სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ნდობის ჯგუფს უახლოეს მომავალში მიაწვდის

29 ნოე 2017
არასამთავრობო სექტორი დროებითი კომისიის შექმნას და დაგროვებული საქმეების შესწავლას ითხოვს

არასამთავრობო სექტორი დროებითი კომისიის შექმნას და დაგროვებული საქმეების შესწავლას ითხოვს

20 თებ 2019

უახლესი ამბები

  • თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

    თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

  • გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

    გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

  • მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

    ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

  • მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

    მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

  • ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

    ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

  • სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

    სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

  • მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

    მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

  • რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

    რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

  • გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

    გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge