NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სახალხო დამცველმა სოციალური შემწეობის გაცემის წესი დისკრიმინაციულად მიიჩნია

სახალხო დამცველმა სოციალური შემწეობის გაცემის წესი დისკრიმინაციულად მიიჩნია

13 ოქტ 2017 ახალი ამბები, სამართალი 325 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

2017 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს მოქალაქეობის ნიშნით ასოციაციით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში ააიპ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წარმოადგენდა.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განმცხადებელი მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში მყოფი 7-სულიანი ოჯახის წევრია. მისი მეუღლე არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც არ აქვს საქართველოში ბინადრობის მოწმობა. განმცხადებელი და მისი შვილები სარგებლობდნენ სოციალური დახმარებით, თუმცა, ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც ოჯახს მისი მეუღლე შეუერთდა.

საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით[1] დადგენილია, რომ სოციალური შემწეობის მიღების მიზნით, ოჯახის წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს „საკუთარი და ოჯახის დეკლარაციის მიხედვით ოჯახის ყველა წევრის პირადობის/ბინადრობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია დოკუმენტის მფლობელის პირადი ნომერი.“ განმცხადებლის მეუღლემ ვერ მოახერხა ბინადრობის მოწმობის წარმოდგენა, რის გამოც სოციალური დახმარება მთლიან ოჯახს შეუწყდა.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა მნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ სოციალური სარგებლის მიღების თვალსაზრისით, ერთი პირის სამართლებრივმა მდგომარეობამ გავლენა არ უნდა იქონიოს სხვა პირების – განმცხადებლისა და მისი შვილების, უფლებრივ მდგომარეობაზე, რის შედეგადაც იქმნება ისეთი სამართლებრივი რეალობა, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან კუთვნილი სოციალური დახმარების მიღების უფლება ერთმევათ პირებს, რომლებსაც სრული ფაქტობრივ-სამართლებრივი შესაბამისობა აქვთ აღნიშნული სიკეთის მისაღებად.

სახალხო დამცველმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოუწოდა, სოციალური დახმარების შესახებ არსებული კანონმდებლობა მოდიფიცირდეს იმგვარად, რომ ოჯახის ერთი რომელიმე წევრის მიერ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობამ არ გამოიწვიოს სხვა წევრებისთვის აღნიშნული უფლებით სარგებლობის შეზღუდვა.

[1] 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 2010

წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი.

კომენტარები

სახალხო დამცველი შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი 2017-10-13
Tags სახალხო დამცველი შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თურქეთმა სირიის იდლიბის პროვინციაში საჯარისო ნაწილები შეიყვანა

შემდეგი სტატია

სასაცილო Gif-ებად გარდაქმნილი კლასიკური ხელოვნება

მსგავსი სტატიები

საქართველოს ელჩმა ნეპალის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს ელჩმა ნეპალის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

სოსო ელისაშვილი 02 მარ 2018
“8 თვის წინ გადააყენეს კვირიკაშვილი და ყველაფერი ამ დღიდან დაიწყო… რა უნდათ თქვენგან?” – რომან გოცირიძის შეკითხვა მამუკა ხაზარაძეს

“8 თვის წინ გადააყენეს კვირიკაშვილი და ყველაფერი ამ დღიდან დაიწყო… რა უნდათ თქვენგან?” – რომან გოცირიძის შეკითხვა მამუკა ხაზარაძეს

ირაკლი შალიკაშვილი 04 მარ 2019

“არ მინდა, ეს დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამის გაკონტროლება ძალიან რთული იქნება, უამრავი ადამიანი მოდის“

10 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

  • ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

    ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

  •  მამუკა ხაზარაძე რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას კატეგორიულად ემიჯნება

     მამუკა ხაზარაძე რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას კატეგორიულად ემიჯნება

  • ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

    ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

  • პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

    პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

    ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

  • აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

    აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge