NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“ლიკა ქავჟარაძის სიკვდილი გარკვეული თვალსაზრისით სილამაზის მითის მტკივნეული რევიზიაა და …”

“ლიკა ქავჟარაძის სიკვდილი გარკვეული თვალსაზრისით სილამაზის მითის მტკივნეული რევიზიაა და …”

13 ოქტ 2017 ახალი ამბები, კულტურა 974 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საიტი liberali.ge აქვეყნებს დავით ბუხრიკიძის წერილს: “სილამაზე, როგორც სასჯელი”, გთავაზობთ ამონარიდს:

“ჩვენი ნება და არჩევანია გვჯეროდეს და ვამტკიცოთ, რომ სილამაზე აბსოლუტურია; რომ ის სამყაროს გადაარჩენს; რომ ის მიუღწეველი იდეაა; უტოპიაა, რომელიც სინამდვილეში თაყვანისმცემლებისათვის ესთეტიკური თავშესაფარია და სკეპტიკოსებისთვის – სიფხიზლეგამოვლილი და  სასტიკი რეალობა, რომელიც მოვლენებს მაინც თავის სახელებს არქმევს.

ლიკა ქავჟარაძის სიკვდილი გარკვეული თვალსაზრისით სილამაზის მითის მტკივნეული რევიზიაა და ამავე მითის მეათასედ გადამოწმება!.. და ეს ბიბლიასავით ძველია კინოში: ასე იყო ჯინ სებერგის შემთხვევაში (გოდარის და შაბროლის მუზა), რომელიც 60-იანი წლების კინოს სახედ იქცა და 40 წლის გარდაიცვალა. ამავე მითებში დარჩა „როშფორელი ქალიშვილი“ – ულამაზესი ფრანსუზა დორლეაკი, კატრინ დენევის და, რომელიც ავტოავარიას 25 წლის ასაკში ემსხვერპლა…

ასე იყო და იქნება, ვიდრე, ვთქვათ, მერილინ მონროს სიკვდილისა და სილამაზის საიდუმლო იარსებებს და ვიდრე ეს საიდუმლო არ განჯადოვდება; ანუ ათასნაირად არ გადაკეთდება, წვრილმან ჭორებად არ დაიშლება და არ გასაჯაროვდება. რასაც, სხვათა შორის, მსოფლიო მედია დღესაც შთამაგონებელი და სადისტური სიამოვნებით უწყობს ხელს.

საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, სილამაზე იყო და დარჩა ლიკა ქავჟარაძის სამუდამო სასჯელად, ტვირთად, გნებავთ, მეტაფორად, რომელსაც სინამდვილეში ის მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი ფსიქიკური და ფიზიკური ენერგიის ხარჯზე უმკლავდებოდა. კინორეჟისორებმა (თენგიზ აბულაძით დაწყებული, გუგული მგელაძით დამთავრებული) რატომღაც ჩათვალეს, რომ მისი სილამაზე მისი ფატალიზმია, მისი ნამდვილი „მე“, რომლის მიღმა თითქმის აღარაფერია საძიებელი. ამის გამო მას როგორც მხოლოდ „მშვენიერ ქალს“, როგორც სამშვენისს, როგორც ხატსა და მეტაფორას აღიქვამდნენ.

მაგრამ მსოფლიო კინომ კარგად იცის ხატების მსხვრევის საშიში ფენომენი: ერთ დროს მოსიყვარულე კინოკამერა დაუნდობელ ზღაპრულ სარკედ იქცევა და ვინც შიგ ჩაიხედავს, დროის შემაძრწუნებელ კვალს დაინახავს. სწორედ დაუნდობელი კამერის მზერას გაექცა 36 წლის ასაკში გრეტა გარბო, როდესაც „ორსახოვან ქალში“ (1941) საკუთარი სილამაზის წარმავალობა და მომავლის შიში ცხადად შეიგრძნო. სილამაზის დეგრადაციისა და განადგურების თემას ასახავს ბილი უაილდერი „სანსეტ ბულვარში“, რომლის მთავარი გმირი, კინოვარსკვლავი (გლორია სვენსონი) გადაწყვეტს, რომ დროს შეებრძოლოს. და როგორ მთავრდება ეს ბრძოლა? რის ფასად უჯდება მას კიბეზე ჩამოსვლა კამერების წინ ლეგენდარულ ფინალურ სცენაში?!”

ვრცლად იხილეთ აქ

კომენტარები

დავით ბუხრიკიძე ლიკა ქავჟარაძე 2017-10-13
Tags დავით ბუხრიკიძე ლიკა ქავჟარაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რუსთავში სპეცოპერაცია დასრულდა

შემდეგი სტატია

როცა “ლატე” ხელოვანის შემოქმედებას ჰგავს

მსგავსი სტატიები

თბილისში აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება მიმდინარეობს

თბილისში აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება მიმდინარეობს

05 აპრ 2018
გია ჭანტურია გარდაიცვალა

გია ჭანტურია გარდაიცვალა

10 იან 2018

გიორგი გახარია: ზვიად რატიანის საქმეზე ობიექტურობის უმაღლესი ხარისხი იქნება

28 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • სერგეი ლავროვი: დასავლეთი უშუალოდ ამ ომის მონაწილეა, მის გარეშე ეს დასრულებული იქნებოდა დიდი ხნის წინ

    სერგეი ლავროვი: დასავლეთი უშუალოდ ამ ომის მონაწილეა, მის გარეშე ეს დასრულებული იქნებოდა დიდი ხნის წინ

  • კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

    კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

  • დავით უსუფაშვილი:  ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

    დავით უსუფაშვილი: ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

  • ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

    ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

  • მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

    მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

  • გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

    გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

  • ისტორიული ფოტო

    ისტორიული ფოტო

  • დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

    დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

  • გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

    გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

  • საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

    საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge