ყირიმის პორტებიდან გამოსულ გემებს თურქეთი არ მიიღებს, ამის შესახებ ТАСС კორესპონდენტს თურქეთის გადაზიდვების პალატის წარმომადგენელმა განუცხადა.
“გემებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ყირიმიდან დააპირებენ შემოსვლას, უფლება არ ექნებათ ჩვენს პორტებში შემოსვლის. აკრძალვა ეხებათ ნებისმიერი დროშის ქვეშ მყოფ გემებს”, განაცხადა წყარომ.
წყარომ დასძინა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება თურქეთის ტრანსპორტის, გადაზიდვებისა და კომუნიკაციების სამინისტრომ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყირიმს რუსეთის ტერიტორიად არ აღიარებს.
აღნიშნული განცხადება ერდოღანმა 9 ოქტომბერს კიევში ოფიციალური ვიზიტის დროს გააკეთა.
კომენტარები