NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა

ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა

13 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 381 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, თბილისში, ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა, ადგილობრივი დემოკრატიების სააგენტოს აღმოსავლეთ პარტნიორობის კოორდინატორმა ნინო თვალთვაძემ გახსნეს. შეხვედრას მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ახალგაზრდული საკრებულოს წევრები და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, კონფერენციის მთავარი თემა ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაა.

„ევროპის საბჭოს რეგიონული კონგრესი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდების ჩართულობაზე კეთდება. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ ჩართულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობას ვუსვამთ ხაზს ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კონფერენციაზე მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის ეფექტურ მექანიზმებსა და ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობის გზებზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობაზე, ასევე,  მათი მხრიდან თვითმმართველობის გაუმჯობესების ხედვაზე იმსჯელეს.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, როგორც ევროსაბჭოს კონგრესის პარტნიორი, ყოველწლიურად უწევს ორგანიზებას აღნიშნულ ღონისძიებას. წელს კვირეულის თემატიკას მოქალაქეთა ჩართულობა, კონსულტაციები და ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობა წარმოადგენს.

„ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეული“ ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში აღინიშნება. მისი მიზანი ევროპული გამოცდილების გაზიარება და ადგილობრივი ხელისუფლების შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის წახალისება, ასევე ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და სოციალური კავშირების გაუმჯობესებაა.

კომენტარები

ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეული ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები დავით ნარმანია კონფერენცია 2017-10-13
Tags ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეული ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები დავით ნარმანია კონფერენცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

წულაია: 12 ათასი ბავშვი დადის დაუბანელი

შემდეგი სტატია

ქუმსიშვილი: ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აშშს კონგრესის მხარდაჭერა

მსგავსი სტატიები

სტოლტენბერგი: საქართველოს ყველაფერი აქვს, რაც ნატო-ს წევრობისთვისაა საჭირო

სტოლტენბერგი: საქართველოს ყველაფერი აქვს, რაც ნატო-ს წევრობისთვისაა საჭირო

28 მაი 2018
თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის

თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის

ირაკლი შალიკაშვილი 22 მაი 2019
ქვევრის ღვინის წარდგენა აშშ-ს ქალაქებში გაიმართა

ქვევრის ღვინის წარდგენა აშშ-ს ქალაქებში გაიმართა

სოსო ელისაშვილი 13 მარ 2018

უახლესი ამბები

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

  • პლებისციტის საკითხი არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

    პლებისციტის საკითხი არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

  • სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომელთა მისამართებზე ინფორმაცია ღიად არ უნდა მოიპოვებოდეს

    სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომელთა მისამართებზე ინფორმაცია ღიად არ უნდა მოიპოვებოდეს

  • მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები – განვითარებაზე გადასვლის საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეებს ვკითხოთ, სჭრიდებათ თუ არა ახალი არჩევნები

    მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები – განვითარებაზე გადასვლის საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეებს ვკითხოთ, სჭრიდებათ თუ არა ახალი არჩევნები

  • სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ, ჩვენთვის მთავარია გონს მოვიყვანოთ „ქართული ოცნება“

    სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ, ჩვენთვის მთავარია გონს მოვიყვანოთ „ქართული ოცნება“

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge