NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»წმიდა სინოდი თავს იკავებს დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საბოლოო დასკვნების გაკეთებისგან

წმიდა სინოდი თავს იკავებს დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საბოლოო დასკვნების გაკეთებისგან

12 ოქტ 2017 მნიშვნელოვანი, საზოგადოება 375 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ წმინდა სინოდის სხდომის ოქმში საუბარია იმ საკითხებზე, რომელიც მღვდელმთავრების მიერ იქნა განხილული. განხილულ საკითხთა შორის იყო  ე.წ. ციანიდის საქმე. წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, მოცემულ ეტაპზე, ვიდრე დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის მიმართ სააპელაციო-საკასაციო პროცედურები არ არის დასრულებული, წმიდა სინოდი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად კანონიკური სამართლის ფორმატში დაიწყოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა.

„წმიდა სინოდის სხდომა გახსნა უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია-II-მ. უწმიდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა აღნიშნა, რომ „… იწურება 40 წელი ჩვენი პატრიარქობისა და უნდა განვიხილოთ თუ რა გაკეთდა ამ პერიოდის განმავლობაში, რა გამოგვრჩა, რა შეცდომა დავუშვით. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იყო უმძიმესი წლები და იგი დაიწყო ჯერ კიდევ საქართველოში კომუნისტური რეჟიმის პერიოდში; ყველას მოგეხსენებათ, რომ მკაცრი პირობები იყო და მკაცრი დრო;  მიუხედავად ამისა ბევრი რამ გაკეთდა…“ ;  ამის შემდგომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიტყვა მოხსენებისათვის გადასცა  საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს დანიელს.

I. მიტროპოლიტმა დანიელმა მოკლედ მიმოიხილა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის 40 წლიანი მმართველობის პერიოდი; მან აღნიშნა, ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც განვლილ პერიოდში გადაიდგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძალისხმევით. ხაზი გაესვა სამღვდელოების გამრავლებას, ეპარქიების გამრავლებას და შესაბამისად მღვდელმთავართა რიცხვის ზრდას სინოდის შემადგენლობაში, საქართველოს ფარგლებს გარეთ ეპარქიების დაფუძნებას. ისაუბრა იმის შესახებ ასევე, რომ ეკლესიას მოწყვეტილი საზოგადოება დაუბრუნდა ეკლესიის წიაღს,  ხოლო თვით ეკლესია აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში.  მიუხედავად სხვადასხვა წინააღმდეგობებისა, ეკლესია  დღესაც ამ გზას ადგას. ასევე გაიხსენა ეკლესიის როლი ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე; ყურადღება გაამახვილა  მსოფლიოს საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების  უმნიშვნელოვანეს საკითხზე, ისაუბრა საპატრიარქოს საფარველქვეშ საგანმანათლებლო-სოციალური დაწესებულებების გამრავლების,  სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების გაფორმების შესახებ, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ეკლესიის როლი ქართული სახელმწიფოს და ქართველი ერის ცხოვრებაში.

… და ბოლოს, მეუფე დანიელმა დასძინა: –  ის, რაც კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევითა და ძალისხმევით გაკეთდა, ჩვენი მხრიდან ითხოვს სათანადო შეფასებას და დაფასებას;  სწორედ ამიტომ, მთელი ერი უნდა დაირაზმოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ირგვლივ, რათა ეკლესიამ წარმატებით დაძლიოს მის წინაშე არსებული ურთულესი ამოცანები და მოხდეს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ერის გაერთიანება“.

მოხსენების შემდგომ აზრი გამოთქვეს: ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ.

დასასრულს მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ, ილია II-მ დასძინა: „დიდება უფალს, რომ ყოველივე ეს შეგვაძლებინა  და ეს მოხდა წმიდა სინოდის დახმარებით”.

სინოდმა დაადგინა:

მოწონებულ იქნას მიტროპოლიტ დანიელის მოხსენება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 40 წლიანი მოღვაწეობის შესახებ.

II. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ისაუბრა საქართველოს ეკლესიის 40 წლიანი ისტორიის აღწერის აუცილებლობის შესახებ, რაც შემდგომში წიგნად  გამოიცემა და რაშიც აქტიურად უნდა ჩაერთოს ყველა მღვდელმთავარი, რომლებიც აღწერენ ეპარქიების ცხოვრებას განვლილ პერიოდში.

წმიდა სინოდმა დაადგინა:

საქართველოს ეკლესიის თითოეულმა მღვდელმთავარმა უმოკლეს დროში საპატრიარქოს სამდივნოში წარმოადგინოს სრული აღწერილობა მათ ეპარქიებში უკანასკნელი 40 წლის მანძილზე აღსრულებული საქმეებისა.

III.     მოსმენილ და განხილულ იქნა:

გურჯაანის და ველისციხის მთავარეპისკოპოსი ექვთიმეს,  მიტროპოლიტ სერაფიმეს და  ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე) პერსონალური საკითხები.

აღნიშნულ საკითხზე გაიმართა მსჯელობა; მღვდელმთავართა მიერ გამოითქვა აზრები.

წმიდა სინოდმა დაადგინა:

1) მთავარეპისკოპოს ექვთიმეს აღუდგეს ღვთისმსახურების უფლება.

2) ა)მიტროპოლიტი სერაფიმე გამწესდეს მამათა მონასტერში და აღუდგეს მღვდელმოქმედების უფლება;

ბ) მიტროპოლიტ სერაფიმეს საქართველოს საპატრიარქოდან დაენიშნოს ყოველთვიური ფინანსური დახმარება.

3) ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე) მიეთითოს, რომ იგი უნდა დაემორჩილოს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც იგი გამწესებული იყო მონასტერში სინანულისათვის; წინააღმდეგ შემთხვევაში წმიდა სინოდი განსახილველად აღარ დაუბრუნდება მის პერსონალურ საკითხს.

  1. IV. წმიდა სინოდმა იმსჯელა დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ. სინოდის სხდომაზე სიტყვა მიეცა ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს.

მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს :

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ.

წმიდა სინოდმა დაადგინა:

მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და მას მიუსაჯა ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა, დღეისთვის განაჩენი გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში; ასევე იმის გამო, რომ ამ საკითხის ირგვლივ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გამოითქმის ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები, მოცემულ ეტაპზე, ვიდრე დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის მიმართ სააპელაციო-საკასაციო პროცედურები არ არის დასრულებული, წმიდა სინოდი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად კანონიკური სამართლის ფორმატში დაიწყოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა, რაც ამ საქმის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა. შესაბამისად, წმიდა სინოდი თავს იკავებს დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საბოლოო დასკვნების გაკეთებისგან.

აღნიშნული სააპელაციო-საკასაციო  პროცედურების დასრულების შემდგომ წმიდა სინოდი საეკლესიო კანონების მიხედვით  საფუძვლიანად შეისწავლის საქმის არსს, რაც ეკლესიაში საბოლოო ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს“,-ნათქვამია წმინდა სინოდის სხდომის ოქმში.

კომენტარები

სხდომის ოქმი ციანიდის საქმე წმინდა სინოდი 2017-10-12
Tags სხდომის ოქმი ციანიდის საქმე წმინდა სინოდი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქართული მხარე დიდი ხანია რუსეთის მხრიდან მოელის შესაბამის ნაბიჯებს

შემდეგი სტატია

სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებულ რეფორმებს ბელარუსის რესპუბლიკის დელეგაცია ეცნობა

მსგავსი სტატიები

„ავტორიზაციაშეჩერებული უნივერსიტეტების სტუდენტებს საშუალება ექნებათ გადავიდნენ ავტორიზებულ უნივერსიტეტებში“

21 თებ 2018

„მგონი, მადლობა მაქვს გადასახდელი, რომ ცივი იარაღი არ გამოიყენა ბატონმა კვირიკაშვილმა“

21 დეკ 2017
კვლევა: ყველის 15 ნიმუშიდან 12-ში ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები დასაშვებ ნორმაზე მეტი აღმოჩნდა

კვლევა: ყველის 15 ნიმუშიდან 12-ში ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები დასაშვებ ნორმაზე მეტი აღმოჩნდა

12 იან 2018

უახლესი ამბები

  • ვახო მეგრელიშვილი: სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც მე მა­ინ­ტე­რე­სებს, იმ კო­მი­ტე­ტებ­ში, რა­საც შე­თან­ხმე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს, არ შე­დის

    ვახო მეგრელიშვილი: სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც მე მა­ინ­ტე­რე­სებს, იმ კო­მი­ტე­ტებ­ში, რა­საც შე­თან­ხმე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს, არ შე­დის

  • უფროსი პროკურორი თანამდებობას ტოვებს

    უფროსი პროკურორი თანამდებობას ტოვებს

  • თამარ გაბუნია: იმ ტრაგიკულმა შემთხვევამ, რაც მოხდა პირველივე კვირაში, ვაქცინაციის პროცესზე ძალიან დამაზარალებელი ზეგავლენა იქონია

    თამარ გაბუნია: იმ ტრაგიკულმა შემთხვევამ, რაც მოხდა პირველივე კვირაში, ვაქცინაციის პროცესზე ძალიან დამაზარალებელი ზეგავლენა იქონია

  • რუსეთი უკრაინის საზღვრიდან ჯარებს მუდმივი დისლოცირების ადგილზე აბრუნებს

    რუსეთი უკრაინის საზღვრიდან ჯარებს მუდმივი დისლოცირების ადგილზე აბრუნებს

  • უნიკალური სახლი მილანში (ვიდეო)

    უნიკალური სახლი მილანში (ვიდეო)

  • კიდევ ერთი კომიტეტი შევარჩიე, განათლების კომიტეტთან ერთად ჯანდაცვის კომიტეტის წევრობაც მინდა

    კიდევ ერთი კომიტეტი შევარჩიე, განათლების კომიტეტთან ერთად ჯანდაცვის კომიტეტის წევრობაც მინდა

  • “მარგინალი, ჩამოწერილი, წარსულში ჩარჩენილი”

    “მარგინალი, ჩამოწერილი, წარსულში ჩარჩენილი”

  • ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

    ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

  • “როგორც პარტიის წევრი, ინდივიდუალურად ვემიჯნები ამ განცხადებას”

    “როგორც პარტიის წევრი, ინდივიდუალურად ვემიჯნები ამ განცხადებას”

  • ნიკა მელიას პერსონალური გადაწყვეტილებაა დარჩება თუ არა ციხეში, მისი გათავისუფლების სხვადასხვა გზებზე ვსაუბრობთ

    ნიკა მელიას პერსონალური გადაწყვეტილებაა დარჩება თუ არა ციხეში, მისი გათავისუფლების სხვადასხვა გზებზე ვსაუბრობთ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge