NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სამცხე–ჯავახეთის რეგიონში კარტოფილის წარმოება მზარდი ტენდენციებით ხასიათდება

სამცხე–ჯავახეთის რეგიონში კარტოფილის წარმოება მზარდი ტენდენციებით ხასიათდება

12 ოქტ 2017 ახალი ამბები, საზოგადოება 746 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) საქართველოს წარმომადგნელობა ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე, ნოდარ ხატიაშვილი და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მთავარი ოპერაციული ოფიცერი, მაიკლ გერბა დაესწრნენ.  საერთაშორისო ცენტრის რეგიონალურმა ლიდერმა ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, რუსუდან მდივანმა, საქართველოს წარმომადგენლობის მნიშვნელობაზე, მათ მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ღონისძიებაზე ყურადღება დაეთმო კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლობის განხილვას, ერთობლივ პროექტებსა და საერთო ხედვებს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მეკარტოფილეობა საქართველოში პერსპექტიული დარგია და ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ სამცხე–ჯავახეთის რეგიონში კარტოფილის წარმოება მზარდი ტენდენციებით ხასიათდება. წელს ფერმერებმა უხვი მოსავალი მიიღეს და მეზობელ ქვეყნებში, კარტოფილის ექსპორტის ოდენობაც გაზარდეს. საქართველოში კარტოფილის წარმოების დიდი წილი სამცხე–ჯავახეთის რეგიონზე მოდის და ქვეყნის მთლიან წარმოებაში 64%-ს შეადგენს, რაც კარტოფილის წარმოების მაღალი მაჩვენებელია. წელს ექსპორტზე გატანილმა კარტოფილმა 35 ათას ტონას გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7-ჯერ არის გაზრდილი. მაღალი ხარისხის პროდუქციაზე მოთხოვნა შიდა ბაზარზეც დიდია. ფერმერების თქმით, ექსპორტისა და შიდა ბაზარზე მოთხოვნის გაზრდას ფასების გაორმაგება მოყვა, რამაც მათი შემოსავალი 2–ჯერ გაზარდა.

რამდენიმე წელიწადში სერტიფიცირების სრულყოფილი სისტემა ამოქმედდება. კანონი თესლის სერტიფიცირების შესახებ უკვე ძალაშია და დაწყებულია რამდენიმე ფერმერული მეურნეობის ნებაყოფლობითი სერტიფიცირება. ეს კი, ფერმერებს ეხმარებათ, რომ ხარისხიანი სათესლე მასალა გამოიყენონ და ხარისხიანი პროდუქტიც მიიღონ.

ოფიციალური ნაწილის დასასრულს ავსტრიის განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, გერჰარდ შაუმბერგერმა წარადგინა ავტრიის რესპუბლიკის მიერ დაფინანსებული პროექტი „საქართველოში სოფლად საარსებო საშუალებების გაძლიერება: ჯანსაღი თესლის წარმოების ინტეგრირებული მიდგომის დანერგვა კარტოფილის ადგილობრივი თესლწარმოების სისტემაში“. პროექტის ფარგლებში 14 ოქტომბრამდე გაიმართება ვორქშოფები, რომელსაც დარგის სპეციალისტები და მწარმოებლები დაესწრებიან.

კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის საქართველოს წარმომადგენლობის გახსის წინაპირობას 2016 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გახდა. მემორანდუმის ფარგლებში ქვეყანაში მეკარტოფილეობის დარგში არსებულ პრობლემატიკაზე დაყრდნობით შემუშავდა ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოში მეკარტოფილეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.

კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლობა საქართველოში გახდება რეგიონალური ოფისი, საიდანაც დაიფარება ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნები, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი საქართველოში დანერგავს კარტოფილის მოვლა-მოყვანის ინოვაციურ ტექნოლოგიებს და წარადგენს ახალ პერსპექტიულ ჯიშებს, აგრეთვე აამაღლებს მეკარტოფილეობის სექტორში მოღვაწე მეცნიერების, ფერმერების და მწარმოებლების ცოდნას.

კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კვლევების საერთაშირისო საკონსულტაციო ჯგუფის (CGIAR) წევრ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც მისივე ინიციატივით 1971 წელს დაარსდა. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მისიაა ითანამშრომლოს პარტნიორებთან სასურსათო უსაფრთხოების მისაღწევად, შეჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად და გენდერული თანასწორობის დასაცავად, სასოფლო-სამეურნეო კვლევევისა და ინოვაციების განვითარება-დანერგვის გზით.

კომენტარები

კარტოფილი სამცხე-ჯავახეთი წარმოება 2017-10-12
Tags კარტოფილი სამცხე-ჯავახეთი წარმოება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ვინ ბრიყვმა თქვა, რომ ქვეყნად სწორედ იმდენი დაღმართია, რამდენიც აღმართი …”

შემდეგი სტატია

„შემოთავაზებული ბიუჯეტი ჩვენ ხალხს ვერ სთავაზობს პირობების ვერანაირ გაუმჯობესებას“

მსგავსი სტატიები

პრაქტიკულად, ძალოვან სტრუქტურები აღარ არიან დაკავებული სახელმწიფო უსაფრთხოების საქმიანობთ – ჭიჭინაძე დავით გარეჯის შესახებ

პრაქტიკულად, ძალოვან სტრუქტურები აღარ არიან დაკავებული სახელმწიფო უსაფრთხოების საქმიანობთ – ჭიჭინაძე დავით გარეჯის შესახებ

სოსო ელისაშვილი 30 აპრ 2019

პოროშენკო – 2008 წლის თავდასხმა საქართველოზე დასავლეთის მიერ უგულვებელყოფილი იყო

20 სექ 2018

თიბისი ბანკი ADB-მ ვაჭრობის ფინანსირებაში საუკეთესო ბანკად დაასახელა

06 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ალეკო ელისაშვილი მზად არის შეხვდეს “ქართულ ოცნებას” საჯაროდ, ტელეკამერების თანდასწრებით

    ალეკო ელისაშვილი მზად არის შეხვდეს “ქართულ ოცნებას” საჯაროდ, ტელეკამერების თანდასწრებით

  • განმეორებით თუ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას საფუძველი საგამოძიებო კომისიის დასკვნამ უნდა შეუქმნას

    განმეორებით თუ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას საფუძველი საგამოძიებო კომისიის დასკვნამ უნდა შეუქმნას

  • გიგა ბოკერიას განცხადება, რომ თვითმმართველობის არჩევნებს შეიძლება ბოიკოტი გამოუცხადონ, გასაკვირი არ არის, მათი პარტიის რეიტინგი მილევად რეჟიმშია

    გიგა ბოკერიას განცხადება, რომ თვითმმართველობის არჩევნებს შეიძლება ბოიკოტი გამოუცხადონ, გასაკვირი არ არის, მათი პარტიის რეიტინგი მილევად რეჟიმშია

  • ბაიდენს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა

    ბაიდენს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა

  • ჯენიფერ ლოპესი  ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

    ჯენიფერ ლოპესი ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

  • გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

    გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

  • იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

    იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

  • კამალა ჰარისი: For the people—always

    კამალა ჰარისი: For the people—always

  • გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

    გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

  • სახალხო დამცველმა დაადასტურა ის, რაც ყველასთვის ნათელია, რომ ციხეს მართავს არა ადმინისტრაცია, არამედ შავი სამყარო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge