მოლდოვას პარლამენტის ლიბერალურ- დემოკრატიული პარტიის ფრაქციამ, საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველად გადააგზავნა ქვეყნის ძირითადი კანონის მე -13 მუხლის ცვლილების პროექტი.
პროევროპული უმრავლესობა ცდილობს, კონსტიტუციურად დაამკვიდროს მოლდოვას სახელმწიფო ენად რუმინული.
ფრაქციის ლიდერის, ტუდორ დელიუს განცხადებით, სწორედ ასე აღდგება ისტორიული სამართლიანობა.
“ჩვენ გვინდა ისტორიული სამართლიანობის დამკვიდრება, კერძოდ, შეცვალონ “მოლდოვური ენა, რომელიც ფუნქციონირებს ლათინური გრაფიკის საფუძველზე”, “რუმინულ ენაზე””, – განაცხადა პარლამენტრმა.
კანონპროექტს 34 დეპუტატმა მოაწერა ხელი.
კომენტარები