ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან.
მხარეებმა განიხილეს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებსაც საქართველოფლობს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრისას საუბარი შეეხო ნატო-ს 2018 წლისსამიტს და მოსამზადებელ სამუშაოებს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მისითქმით მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მაღალი დონის შეხვედრები ნატო-ს ფარგლებში, მათ შორის თავდაცვის მინისტრებისა და საგარეო საქმეთამინისტრების დონეზე, რათა მოხდეს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა და მათშორის მზადება ნატო-ს 2018 წლის სამიტისთვის.
„საქართველო წარმატებით ახორციელებს ყველა იმ პრაქტიკული ინსტრუმენტის იმპლემენტაციას, რომელიც გვაახლოებს საბოლოო მიზანთან, რაც არისნატოში წევრობა” – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებთან საუბრისას.
კომენტარები