NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ირაკლი სესიაშვილი და ირაკლი ბერაია საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდნენ

ირაკლი სესიაშვილი და ირაკლი ბერაია საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდნენ

12 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 814 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს, ჟან-კრისტოფ ბელიარდს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული მტკიცე პარტნიორული ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მნიშვნელოვანი წვლილი და საქმიანობა, რომელსაც მისია საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, საუბრის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს აქტიური მონაწილეობა ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში და ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ასრულებს.

„ვისაუბრეთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ევროკავშირის პროგრამები საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვლილი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და საოკუპაციო ძალის აგრესიული ქმედებების შეკავებაში. ვისაუბრეთ საქართველოს აქტიურ როლზე ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციებში, როგორც მალიში, ასევე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ასევე, ჩვენს მზაობაზე, გავაგრძელოთ ჩართულობა ვროკავშირის ოპერაციებში. საქართველო არის არა მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი, არამედ უსაფრთხოების აქტიური პროვაიდერი როგორც ევროკავშირის უსაფრთხოების არქიტექტურის ფარგლებში, ასევე, ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის ფარგლებში. საქართველოს აქტიურადაა ჩართული ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში და დიდი კონტრიბუტორია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ირაკლი ბერაიას თქმით, ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არა მხოლოდ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის, არამედ საქართველოს უსაფრთხოების და ასევე, საშინაო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.

ბერაიას თქმით, შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაფართოებაზე შეთანხმდნენ. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა, ძლიერი და განვითარებული საქართველო არამხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპული სივრცის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტიცაა.​

კომენტარები

ევროკავშირი ირაკლი ბერაია ირაკლი სესიაშვილი საქართველო 2017-10-12
Tags ევროკავშირი ირაკლი ბერაია ირაკლი სესიაშვილი საქართველო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

​საქართველოს პრეზიდენტმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა

შემდეგი სტატია

„მინდა გავაფრთხილო ის ტვინგამოცლილი პროკურორი, ამას მოჰყვება ძალიან მწვავე რეაქცია“

მსგავსი სტატიები

„ესენი ელოდებიან რევანშს? გამოექანეთ მთაწმინდიდან!“

„ესენი ელოდებიან რევანშს? გამოექანეთ მთაწმინდიდან!“

05 ივნ 2018
ირაკლი ღარიბაშვილი: რაღა მეშველება ადამ კინზინგერი თუ მაკრიტიკებს

ირაკლი ღარიბაშვილი: რაღა მეშველება ადამ კინზინგერი თუ მაკრიტიკებს

ნინო ჩხეიძე 07 დეკ 2022
დიდი ბრიტანეთი საქართველოსა და მოლდოვას ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს

დიდი ბრიტანეთი საქართველოსა და მოლდოვას ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს

ნინო ჩხეიძე 16 მარ 2023

უახლესი ამბები

  • რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

    რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

  • დღე ისტორიაში – 30 მარტი

    დღე ისტორიაში – 30 მარტი

  • ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

    ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

  • რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“  წერილს აქვეყნებს

    რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“ წერილს აქვეყნებს

  • ომარ სამუშია: მათთვის ვინც არ იცის, ან არ ახსოვს, რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქართული მედიცინის ცოდნის ტაძარი

    ომარ სამუშია: მათთვის ვინც არ იცის, ან არ ახსოვს, რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქართული მედიცინის ცოდნის ტაძარი

  • სალომე ზურაბიშვილი: … მას ალტერნატივა არ აქვს!

    სალომე ზურაბიშვილი: … მას ალტერნატივა არ აქვს!

  • აზერბაიჯანში პარლამენტის წევრზე, ფაზილ მუსტაფაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

    აზერბაიჯანში პარლამენტის წევრზე, ფაზილ მუსტაფაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

  • საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული, რომელმაც 1932-1933 წლებში 5 მილიონზე მეტი უკრაინელი შეიწირა

    საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული, რომელმაც 1932-1933 წლებში 5 მილიონზე მეტი უკრაინელი შეიწირა

  • “სა­დაც დე­დაა, ეს არ არის თავ­შე­სა­ფა­რი, ეს არის მო­ხუც­თა სახ­ლი! აქ და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლს ეძა­ხი­ან, ფრან­გუ­ლი­დან რომ გა­და­თარ­გმნოთ…”

    “სა­დაც დე­დაა, ეს არ არის თავ­შე­სა­ფა­რი, ეს არის მო­ხუც­თა სახ­ლი! აქ და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლს ეძა­ხი­ან, ფრან­გუ­ლი­დან რომ გა­და­თარ­გმნოთ…”

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საჯარო მეტყველებაში მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საჯარო მეტყველებაში მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge