NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თავდაცვის მინისტრის ორმხრივი შეხვედრა ჯეიმს აპატურაისთან

თავდაცვის მინისტრის ორმხრივი შეხვედრა ჯეიმს აპატურაისთან

12 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 149 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაისთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

ლევან იზორიამ ნატოს წარმომადგენელს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ალიანსის სტრატეგიული პარტნიორი დემოკრატიულ ფასეულობებსა და საერთო უსაფრთხოების ძალისხმევას იზიარებს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობას 2018  წელს გააგრძელებს.

ჯეიმს აპატურაიმ ქართულ მხარეს საერთაშორისო მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების იმპლემენტაციის პროცესს  და ნატოს გაძლიერებას შავი ზღვის რეგიონში. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, საქართველომ  ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის კონკრეტული შეთავაზებები შეიმუშავა.

თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს უწყებაში განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ტრანსფორმაციის პროცესი ნატოს სტრატეგიული მიზნებისკენ – თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და შეკავების პოლიტიკისკენაა მიმართული.

„თავდაცვის სამინისტრომ, მინისტრის ხელმძღვანელობით, ფუნდამენტალური რეფორმები განახორციელა. ეს რეფორმები ნამდვილად ძალიან წარმატებულია. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს, რომელსაც მხარს უჭერენ მოკავშირეებიც ორმხრივ ფორმატში. ნატო-საქართველოს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა არსებითი პაკეტი, სწავლებები, მომავალი თანამშრომლობა შავი ზღვის ფორმატში. ბევრი მიმართულებით ვთანამშრომლობთ და ხშირად ვამბობ – ბევრი ნატო საქართველოში და ბევრი საქართველო ნატოში და ეს ნამდვილად ასეა. ველოდებით ნატოს მინისტერიალებს, მომავალ წელს კი, ნატოს სამიტს. ეს ყველაფერი ხელს შეგვიწყობს წინ წავიწიოთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე“,- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

კომენტარები

თავდაცვის მინისტრი ლეცან იზორია ორმხრივი შეხვედრა შეხვედრა ჯეიმს აპატურაი 2017-10-12
Tags თავდაცვის მინისტრი ლეცან იზორია ორმხრივი შეხვედრა შეხვედრა ჯეიმს აპატურაი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ტყიბულის რაიონში ქვის გადამმუშავებელი საწარმო აშენდება

შემდეგი სტატია

გიორგი კვირიკაშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა

მსგავსი სტატიები

საქართველოსა და სერბეთს შორის უვიზო მიმოსვლა უახლოეს დღეებში ამოქმედდება

საქართველოსა და სერბეთს შორის უვიზო მიმოსვლა უახლოეს დღეებში ამოქმედდება

სოსო ელისაშვილი 07 მარ 2018
ჰარი პოტერის 20 წლის იუბელესადმი მიძღვნილი ნახატები

ჰარი პოტერის 20 წლის იუბელესადმი მიძღვნილი ნახატები

11 აპრ 2018

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება

01 სექ 2017

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • პარლამენტმა 14 კანდიდატი, მათ შორის შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე და მამუკა ვასაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

    პარლამენტმა 14 კანდიდატი, მათ შორის შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე და მამუკა ვასაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

  • პარლამენტის მუშაობას ვერავინ შეაჩერებს

    პარლამენტის მუშაობას ვერავინ შეაჩერებს

  • ხალხს რომ თვალები დათხარეს, მაშინ არ აღშფოთებულან ასე და სუნზე არიან ახლა გაგიჟებული?! ტერაქტიაო ყვირიან

    ხალხს რომ თვალები დათხარეს, მაშინ არ აღშფოთებულან ასე და სუნზე არიან ახლა გაგიჟებული?! ტერაქტიაო ყვირიან

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა, მათ შორის არიან: შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე, გიორგი მიქაუტაძე

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა, მათ შორის არიან: შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე, გიორგი მიქაუტაძე

  • ყველა იმ ადამიანს, ვისაც სააკაშვილი აწამებდა, დღეს იურიდიულმა კომიტეტმა, „ქართულმა ოცნებამ“ სულში ჩააფურთხა

    ყველა იმ ადამიანს, ვისაც სააკაშვილი აწამებდა, დღეს იურიდიულმა კომიტეტმა, „ქართულმა ოცნებამ“ სულში ჩააფურთხა

  • მომხმარებლებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდებათ

    მომხმარებლებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდებათ

  • მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი

    მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი

  • “პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?” – სალომე ზურაბიშვილი ნაწყენია

    “პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?” – სალომე ზურაბიშვილი ნაწყენია

  • ხვალ დილიდან მოხდება პარლამენტის პიკეტირება, ვისაც შიგნით შესვლა უნდა, ღამე უნდა გაათენოს

    ხვალ დილიდან მოხდება პარლამენტის პიკეტირება, ვისაც შიგნით შესვლა უნდა, ღამე უნდა გაათენოს

  • პრეზიდენტს ალბათ, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე, მითუმეტეს ის არის მთავარსარდალი

    პრეზიდენტს ალბათ, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე, მითუმეტეს ის არის მთავარსარდალი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge