NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»აკაკი ზოიძე: დაგროვებითი პენსია სიბერეში ღირსეული ცხოვრების ხარისხს უზრუნველყოფს

აკაკი ზოიძე: დაგროვებითი პენსია სიბერეში ღირსეული ცხოვრების ხარისხს უზრუნველყოფს

12 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 231 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„დაგროვებითი პენსია ორიენტირებულია მომავალზე, რომელიც სიბერეში ღირსეული ცხოვრების ხარისხს უზრუნველყოფს” – ასეთია პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის შეფასება საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა განიხილოს.

„მართალია, კანონპროექტი პარლამენტში ამ ეტაპზე არ შემოსულა და ამ ეტაპზე საბოლოო დეტალებზე  ვერ ვისაუბრებ, თუმცა, ძირითადი პრინციპები ცნობილია. საუბარია, რომ ადამიანები ყოველთვიურად გადაიხდიან გარკვეულ თანხას და ამ პროცესის თანამონაწილე იქნება როგორც დამსაქმებელი ისე სახელმწიფო. თანამონაწილეობის პროპორცია იქნება შემდეგი:  ერთ მესამედს „გადადებს” ადამიანი საკუთარი ხელფასიდან, მეორე მესამედს გადაიხდის დამსაქმებელი და მესამე მესამედს კი სახელმწიფო. ეს  თანხა დაგროვდება ამ ადამიანის „ანგარიშზე” და გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა საპენსიო ასაკის გახდება, გაცილებით მაღალ პენსიას მიიღებს, ვიდრე დღეს. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება როგორც სამუშაო წლების, ისე ხელფასის ოდენობაზე.  მნიშვნელოვანია,  რომ  პენსია მხოლოდ კონკრეტული ადამიანის გადადებულ ხელფასზე არ იქნება დამოკიდებული. მაგალითად, თუ პირობითად ვისაუბრებთ ხელფასიდან 2%-ის გადადებაზე, ამ თანხას დაემატება 2% დამქირავებლის ყულაბიდან და 2% სახელმწიფოს ყულაბიდან. ჯამში, პენსიონერი მიიღებს 2-ჯერ მეტ თანხას, ვიდრე მხოლოდ საკუთარი სახელფასო შემოსავლიდან რომ დაეზოგა“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

პროქტის მიხედვით „დაგროვებით პენსიაზე” გადასვლა ნებაყოფლობითი იქნება. თუმცა, თუ კონკრეტული დასაქმებული გადაწყვეტს „ყულაბაში” გადადოს საპენსიო თანხა, სახელმწიფო და დამსაქმებელი ვალდებული იქნება, ანალოგიური პროცენტული მაჩვენებელი დასაქმებულს თავადაც დაუმატონ.

„თქვენი მხრიდან ნებაყოფლობითია გადადებთ თუ არა საპენსიო დანაზოგს, მაგრამ სახელმწიფო და დამსაქმებელი ვალდებულია, თუ თქვენ გაიღებთ ამ თანხას, მათაც გადაიხადონ და პირობითად, 2-2 პროცენტი დაგიმატონ” – აცხადებს აკაკი ზოიძე. მისივე შეფასებით, ეს არის მომავალზე ორიენტირებული პროექტი და სახელმწიფომ უნდა შეძლოს, მოსახლეობას დაანახოს, რომ ეს არის სანდო და მომგებიანი ინვესტიცია.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც არ ჩაერთვებიან „დაგროვებითი პენსიის” სისტემაში, ამ შემთხვევაში, ისინი იმ სოციალურ პენსიას მიიღებენ, რაც სახელმწიფოსგან იქნება დადგენილი, ყოველგვარი დანამატების გარეშე.

საპენსიო რეფორმა არა მარტო მომავალზე ორიენტირებულ დაგროვებით საპენსიო სისტემას შეეხება, არამედ ასევე გაითვალისწინებს დღევანდელი პენსიონერებისათვის პენსიის ინდექსირების, ანუ პენსიის მატების მექანიზმის შექმნას, რომელიც განსაზღვრავს როგორ მოიმატებს პენსია ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების მიხედვით. ანუ, მხოლოდ წინასაარჩევნოდ პენსიების მატების ნაცვლად, მკაფიოდ და პროგნოზირებადად განსაზღვრება, როდის და რამდენით მოხდება პენსიის მატება ყოველწლიურად შესაბამისი ეკონომიკური ზრდის, და/ან ფასების მატების პირობებში.

საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტს მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა წარუდგინოს.

კომენტარები

აკაკი ზოიძე თავმჯდომარე პენსია 2017-10-12
Tags აკაკი ზოიძე თავმჯდომარე პენსია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა ციტრუსოვან კულტურებში

შემდეგი სტატია

ჯანელიძის შეფასებით ქვეყანაში გატარებული რეფორმები ხელს უწყობს საქართველოს წარმატებულ ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სივრცეში

მსგავსი სტატიები

საია ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის გამოძიების საქმეში  ჩართვას გეგმავს

29 მაი 2018
წულუკიანი საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციასთან დაკავშირებით, უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებას გამორიცხავს

წულუკიანი საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციასთან დაკავშირებით, უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებას გამორიცხავს

20 ნოე 2017
„თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ხელისუფლება ამაში ჩარეული არ არის, სწორედ საგამოძიებო კომისია არის იმის შანსი, რომ დასრულდეს საუბარი ამაზე“

„თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ხელისუფლება ამაში ჩარეული არ არის, სწორედ საგამოძიებო კომისია არის იმის შანსი, რომ დასრულდეს საუბარი ამაზე“

23 თებ 2018

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

    მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

  • განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

    განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

  • დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

    დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

  • კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

    კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

  • ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

    ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

  • ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

    ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

  • მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

    მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

  • ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

    ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

  • არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

    არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

  • ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

    ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge