ბავშვივით მშვიდ ძილს ყველაზე მეტად ის აფასებს, ვისაც უძილობა ტანჯავს. ყოველდღიური სტრესის ფონზე კი, უძილობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. რადგანაც ძილი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე აისახება, უძილობის მოგვარება აუცილებელი ხდება.
გთავაზობთ 6 მეცნიერული რჩევას მარტივად დასაძინებლად !
1
თუ ვერ იძინებთ, გადმოდით საწოლიდან
ექსპერტების აზრით, თუკი სტრესში და დაძაბული ხართ, გონება ნეგატიურ ემოციებს ავტომატურად იმ ადგილისკენ მიმართავს, სადაც გძინავთ. ასე რომ დროებით მოშორდით საწოლს, გადაინაცვლოთ სავარძელზე და დაიწყოთ წიგნის კითხვა.
2
გამორთეთ ტელეფონი
სმარტფონის ლურჯ გამოსხივებას შეუძლია მოატყუოს თქვენი გონება, რომ ჯერ კიდევ დღის პერიოდია. ასე რომ, დაწოლამდე განსატვირთად გონებას 30 წუთი მიეცით. წიგნი ამ შემთხვევაშიც კარგი საშუალებაა.
3
შეეცადეთ მოდუნდეთ
თუ შეწუხებული ან აღელვებული ხართ, თქვენი სხეული გამოიმუშავებს სტრესის ჰორმონს. ექსპერტები გვირჩევენ, დავიწყოთ რელაქსაცია ეტაპობრიდან, სხეულის სხვადახვა ნაწილიდან. მაგალითად, მოეშვით და დაიწყეთ მოდუნება ტერფებიდან და მიჰყევით ზევით. უმეტესობას მანამდე ეძინება, ვიდრე თავს მიაღწევს.
4
პარადოქსულად ჟღერს, თუმცა შეეცადეთ არ ჩაგეძინოთ
უფრო მარტივია დაძინება, როცა ამას დაჟინებით არ ცდილობთ. თუმცა ერთი კვლევა ამტკიცებს, რომ ფხიზლად დარჩენის სურვილი საპირისპიროდ მოქმედებს.
5
ჩადეგით რეჟიმში
რაც უფრო ხშირად ეცდებით დაიძინოთ დათქმულ დროს, მით უფრო მარტივად დგება ორგანიზმი რეჟიმში და სხეული ავტომატურად იწყებს მოდუნებას “ძილის საათის” მოახლოებისას.
6
იფიქრეთ უაზროდ
უკუთვლა 100-დან და ცხვრების თვლა ხშირად ამართლებს. მონოტონურობა მოსაბეზრებელია გონებისთვის და რაც უფრო მეტად იწყენს გონება, მით უფრო სწრაფად გვეძინება.
მშვიდ ძილს გისურვებთ!
კომენტარები