ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში უნივერსიტეტების სამედიცინო პროფილის აკადემიურ პერსონალსა და სამედიცინოსაზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის გვამურმასალაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო ნორმის შექმნაზე იმსჯელეს.
აღნიშნული საკითხის მოსაწესრიგებლად კომიტეტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი.
კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, სამედიცინო უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი განუყოფელია გვამურ მასალაზე მუშაობისგან.
„ეს არის ის საშუალება, რომლითაც სტუდენტები, რეზიდენტები – მომავალი ექიმები იძენენ პრაქტიკულ უნარჩვევებს ქირურგიულ ტექნიკაში, ანატომიასადა პათანატომიაში. წლების განმავლობაში არ იყო დარეგულირებული საკანონმდებლო ნორმები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა გვამური მასალისმოპოვება. საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობის შედეგად შევჯერდით იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც აუცილებელია ჩვენი სტუდენტებისა დარეზიდენტებისთვის გვამურ მასალასთან ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. სამუშაო პროცესში ჩართული არიან როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს,პროკურატურის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე, სამედიცინო უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი დასამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები. დღეს შევჯერდით იმ პრინციპზე, რომლითაც საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მოხდებააღნიშნული საკითხის დარეგულირება”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
კომენტარები