ე.წ. ციანიდის საქმის სახაზინო ადვოკატები სულხან კომახიძე და პაატა მეხრიშვილი პროკრატურაში დაიბარეს. საგამოძიებო უწყება, დახურული სასამართლო სXდომების საიდუმლო მასალების გასაჯაროვების საქმეს იძიებს. ადვოკატების ნაწილმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. არც სახაზინო ადვოაკტები აპირებენ ჩვენების მიცემას, ადვოკატ პაატა მეხრიშვილის განცხადებით, მას აქვს უფლება, რომ არ მისცეს ჩვენება არც პროკურატურას და არც სასამართლოს.
„მე, როგორც მოწმეს, უფლება მაქვს არ მივცე საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება და არ მივცე ჩემი ახლო ნათესავის საწინააღმდეგო ჩვენება, ამავე დროს, მე, როგორც მოწმეს, უფლება მაქვს არ გავცე ის ინფორმაცია, რომელიც ჩემთვის ცნობილი გახდა, ჩემი, როგორც ადვოკატის პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დკავშირებით, მეტიც, ადვოკატთა შესახებ კანონი და ადვოკატის პროფესიული ეთიკის კოდექსი მე მავალდებულებს კონფიდენციალობის დაცვას და იმ ინფორმაციის გაუთქმელობას, რომელიც ჩემთივს ცნობილი გახდა ჩემი, როგორც ადვოკატის პროფესიული მოვალეობის შესრულბასთან დაკავშირებით, შესაბამისად მე არ ვაპირებ გავცე ის ინფორმაცია, რომელიც მე ამ საქმეზე მივიღე, როგორც ადვოკატმა“,-განაცხდა მეხრიშვილმა.
კომენტარები