NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სოფლის მეურნეობის სამინისტროში ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობასა და ინვესტიციების განხორციელებაზე იმსჯელეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობასა და ინვესტიციების განხორციელებაზე იმსჯელეს

11 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 946 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოსა და ირანის რესპუბლიკას შორის სასოფლო-სამეურნეო კუთხით თანამშრომლობა და ინვესტიციების განხორციელება განიხილეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ირანის ისლამური რესპუბლიკის კოოპერატივების, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრმა ალი რაბიეიმ. ირანის დელეგაციასთან შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში შედგა.

საუბარი ასევე შეეხო, სამეცნიერო, ფიტოსანიტარიის, მექანიზაციის და მეაბრეშუმეობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრაზე მხარეებმა პროფესიული განათლების ფარგლებში, სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფის საკითხებზეც იმსჯელეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითარების კუთხით განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც ქვეყანაში დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას, ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ადგილობრივი წარმოების ზრდას და აგრობიზნესის განვითარების სტიმულირებას ისახავს მიზნად.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ქვეყნების სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მრავალი მიმართულების განვითარება შეიძლება და კოოპერაციული მეურნეობების და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც ალი რაბიეიმ განაცხადა, საქართველოს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, შესაბამისად  ქვეყანასთან თანამშრომლობა ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

ირანი სასოფლო-სამეურნეო საქართველო სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2017-10-11
Tags ირანი სასოფლო-სამეურნეო საქართველო სოფლის მეურნეობის სამინისტრო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„მინდა გაოცება გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქცეოდა ზოგიერთი დეპუტატი“

შემდეგი სტატია

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 ოქტომბერს დანიშნა

მსგავსი სტატიები

პრემიერი: არ მინდა ყოფილ პრეზიდენტზე საუბარი, იმიტომ, რომ ის არის წარსული

პრემიერი: არ მინდა ყოფილ პრეზიდენტზე საუბარი, იმიტომ, რომ ის არის წარსული

ნინო ჩხეიძე 24 მაი 2023
ოზურგეთში მასწავლებელმა მოსწავლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

ოზურგეთში მასწავლებელმა მოსწავლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

08 თებ 2018
ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ვიმსჯელებთ დამატებით კიდევ ამ შეთანხმების დეტალებზე

ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ვიმსჯელებთ დამატებით კიდევ ამ შეთანხმების დეტალებზე

ირაკლი შალიკაშვილი 20 აპრ 2021

უახლესი ამბები

  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვაშლოვანის ნაკრძალში ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვაშლოვანის ნაკრძალში ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

  • თეთრი მარმარილოს შედევრი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

    თეთრი მარმარილოს შედევრი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

  • დღე ისტორიაში – 31 მაისი

    დღე ისტორიაში – 31 მაისი

  • მედია: ჯიპი ისეთი სისწრაფით მოდიოდა, რომ მაღალი ბორდიური გაანგრია და სახლის ეზოში შევარდა, 2 კაცი მძიმე მდგომარეობაშია

    მედია: ჯიპი ისეთი სისწრაფით მოდიოდა, რომ მაღალი ბორდიური გაანგრია და სახლის ეზოში შევარდა, 2 კაცი მძიმე მდგომარეობაშია

  • გიგა ბოკერია: ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი

    გიგა ბოკერია: ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი

  • ვალუტის კურსი – ლარი გაუფასურდა

    ვალუტის კურსი – ლარი გაუფასურდა

  • ანა ნაცვლიშვილი: რიტორიკულ კითხვას ვსვამ: პუტინმა რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, საქართველოში მოფრინავს „აზიმუტით“, რას აპირებს ხელისუფლება?

    ანა ნაცვლიშვილი: რიტორიკულ კითხვას ვსვამ: პუტინმა რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, საქართველოში მოფრინავს „აზიმუტით“, რას აპირებს ხელისუფლება?

  • კობახიძე: თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა

    კობახიძე: თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა

  • შოიგუ: კიევი ნატოს იარაღს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმებისთვის იყენებს

    შოიგუ: კიევი ნატოს იარაღს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმებისთვის იყენებს

  • ნიკოლოზ სამხარაძე: პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ არ ვართ იმ მოცემულობაში, ყველაფერს უპირობოდ შევუერთდეთ

    ნიკოლოზ სამხარაძე: პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ არ ვართ იმ მოცემულობაში, ყველაფერს უპირობოდ შევუერთდეთ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge