2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ , რეიტინგში დაკავებული პოზიციების გათვალისწინებით , ევროპული ნაკრებები უეფას ერთა ლიგის ჯგუფებში გადანაწილდნენ.
საქართველოს ნაკრები D ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი სავარაუდო მეტოქეებიც გაირკვა. აზერბაიჯანი, მაკედონია, ბელარუსი, სომხეთი, ლატვია, ფარერის კუნძულები, ლუქსემბურგი, ყაზახეთი, მოლდოვა, ლიხტენშტეინი, მალტა, ანდორა, კოსოვო, სან მარინო და გიბრალტარი.
ოთხგუნდიანი ჯგუფის ოთხი გამარჯვებული ნაკრები C დივიზიონის საგზურს მოიპოვებს, ერთ-ერთი გამარჯვებული კი პლეი ოფის შემდეგ ევრო 2020-ზე გაემგზავრება.
ევროპის ერთა ლიგის პარალელურად ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება, ახალი ტურნირი კი კონტინენტის პირველობაზე მოხვედრის დამატებითი შანსი იქნება.
კომენტარები