თბილისის საქალაქო სასამართლოში, საკრებულოსთან დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება. დაკავებულებს ბრალი წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაში ედებათ. გასული ღამე მათ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს იზოლატორში გაატარეს. ადვოკატ გოგა ონიანის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ თორნიკე ბიკაშვილს დაზიანებები თავისა და სახის არეში დაზიანებები აღენიშნება.
„თორნიკე ბიკაშვილს აქვს დაზიანებები და სამედიცინო შემოწმების დასკვნით დგინდება, რომ ამ ადამიანს დაზიანებები მიაყენეს თავისა და სახის არეში, მას ტუჩი აქვს გახეთქილი, დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება ამაზე გამოძიება, მაგრამ როგორც სხვა შემთხვევებში, არანაირი შედეგი ამას არ მოჰყვება“,-განაცხადა ონიანმა.
კომენტარები