დედაქალაქის საკრებულოსთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა. თეა წულუკიანის განცხადებით, ის გააოცა ზოგიერთი დეპუტატის მხრიდან, ნეგატიური პროცესების პროვოცირების მცდელობამ.
„მინდა გაოცება გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქცეოდა ზოგიერთი დეპუტატი და როგორ ცდილობდა პროვოციტებას ნეგატიური პროცესებისა, მინდა ასევე ხაზი გავუსვა იმ რთულ სამუშაოსა და მდგომარეობას, რომელშიც ქვეყნის პოლიცია და პოლიციელები აღმოჩნდნენ, თუმცა ვთვლი, რომ მათი რეაქცია იყო კანონის ფარგლებში. ხელოვნურად ნუ შექმნიან დაძაბულობას, რადგან ამ ქვეყანაში, წინასაარჩევნო კამპანიისას, სახელმწიფოს მხრიდან დაძაბულობა არ არსებობს“,-განაცხადა წულუკიანმა.
კომენტარები