NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ევროპული საქართველო“: მზად ვართ მოგაწოდოთ სია იმ მინისტრებისა, რომლებიც პარლამენტში დავიბარეთ

„ევროპული საქართველო“: მზად ვართ მოგაწოდოთ სია იმ მინისტრებისა, რომლებიც პარლამენტში დავიბარეთ

11 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 811 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ევროპული საქართველოს“ წევრები, ოთარ კახიძე, გიორგი წერეთელი და გიორგი ღვინიაშვილი პრემიერმინისტრს წერილით მიმართავენ.

 

„ბატონო პრემიერო,

მოგეხსენებათ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (პარლამენტის რეგლამენტის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილი), მთავრობის წევრი ვალდებულია, გამოცხადდეს პარლამენტში, დაესწროს ფრაქციის სხდომებს, უპასუხოს დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს საქმიანობის ანგარიში.

კანონმდებლობით გათვალისწინებული ეს ვალდებულება პარლამენტს, განსაკუთრებით საპარლამენტო უმცირესობას, საშუალებას აძლევს, აკონტროლოს მთავრობის საქმიანობა. მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებულია სწორედ საკანონმდებლო ორგანოსთან.

სამწუხაროდ, 2016 წლის მოწვევის პარლამენტს არ ეძლევა საშუალება განახორციელოს კანონით მინიჭებული და ქვეყნის დემოკრატიული ფუნქციონირებისთვის არსებითი ფუნქცია მთავრობის წევრების უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო საკანონმდებლო ორგანოს მიმართ. ჩვენ არაერთხელ დავიბარეთ თქვენი კაბინეტის წევრები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების განსახილველად, თუმცა არც ერთი მათგანი პარლამენტში, უმცირესობასთან შეხვედრის ფორმატში არ გამოცხადებულა. მათ შორისაა კახა კალაძეც, რომელმაც ისე დატოვა ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა, არცერთხელ არ უპასუხია საპარლამენტო უმცირესობის კითხვებისთვის.

მზად ვართ მოგაწოდოთ სია იმ მინისტრებისა, რომლებიც პარლამენტში დავიბარეთ:

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი

საქართველოს ენერგეტიკის აწ უკვე ყოფილი მინისტრი კახა კალაძე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი

საპარლამენტო უმცირესობა მოგიწოდებთ, დაავალოთ მთავრობის წევრებს კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება და მოსთხოვოთ, რომ აუცილებლად დროულად გამოცხადდნენ პარლამენტში ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხების განხილვისას. საპარლამენტო უმცირესობა ამჯერად მოითხოვს ფინანსთა, სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოსვლას პარლამენტში.

საპარლამენტო უმცირესობა თქვენ, როგორც საქართველოს მთავრობის პირველ მინისტრს მოგიწოდებთ, აღასრულოთ თქვენზე კანონით დაკისრებული ვალდებულება (პარლამენტის რეგლამენტის 94-ე მუხლი, მე-3 ნაწილი)  ეწვიოთ საქართველოს პარლამენტს და უმცირესობასთან შეხვედრის ფორმატში, გასცეთ პასუხები კითხვებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ.

გთხოვთ, გვიპასუხოთ როდის შეძლებთ ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას“,- აღნისნულია წერილში.

კომენტარები

გიორგი კვირიკაშვილი გიორგი ღვინიაშვილი გიორგი წერეთელი ევროპული საქართელო ოთარ კახიძე 2017-10-11
Tags გიორგი კვირიკაშვილი გიორგი ღვინიაშვილი გიორგი წერეთელი ევროპული საქართელო ოთარ კახიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული დიალოგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი“

შემდეგი სტატია

ექიმ-ანესთეზიოლოგს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მსგავსი სტატიები

არ მგონია, პოლიტიკური სარჩული ედოს რომელიმე სისხლის სამართლის საქმეს” – ზარდიაშვილი ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე

არ მგონია, პოლიტიკური სარჩული ედოს რომელიმე სისხლის სამართლის საქმეს” – ზარდიაშვილი ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე

ირაკლი შალიკაშვილი 05 აგვ 2019

„შენების მოძრაობამ” ავჭალის მაჟორიტარობის კანდიდატი გურიამ გურჩიანი მოსახლეობას წარუდგინა

09 სექ 2017
ზურაბ ჯაფარიძე: თუ რამე შემოსავალი აქვს ბიბლიურ თავისუფლებას, ახლაც და წლებია მიდის იმ გირჩში …

ზურაბ ჯაფარიძე: თუ რამე შემოსავალი აქვს ბიბლიურ თავისუფლებას, ახლაც და წლებია მიდის იმ გირჩში …

ნინო ჩხეიძე 13 დეკ 2022

უახლესი ამბები

  • ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

    ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

  • დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

    დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

    ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

  • არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

    არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

  • ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

    კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

  • კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

    კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

  • შოთა გულბანი: თუკი საქართველო აკრძალავდა სავაჭრო და ფულადი გზავნილების არხებს რუსეთთან, 2022 წლის ეკონომიკისთვის ფატალური შედეგების მომტანი იქნებოდა

    შოთა გულბანი: თუკი საქართველო აკრძალავდა სავაჭრო და ფულადი გზავნილების არხებს რუსეთთან, 2022 წლის ეკონომიკისთვის ფატალური შედეგების მომტანი იქნებოდა

  • რადგან…  სამშობლო აირჩია!

    რადგან… სამშობლო აირჩია!

  • ნინო ნადირაძე: ახალ წელს პერსონალს გაუმასპინძლდა საჭმლით, ვიცი, რომ სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა საცივი, გამახარა ჩემმა პერსონალმა, გემრიელად მიირთვა და ჩვენც გაგვიმასპინძლდაო

    ნინო ნადირაძე: ახალ წელს პერსონალს გაუმასპინძლდა საჭმლით, ვიცი, რომ სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა საცივი, გამახარა ჩემმა პერსონალმა, გემრიელად მიირთვა და ჩვენც გაგვიმასპინძლდაო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge