ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა სამხრეთ კორეისა და აშშ-ს ერთობლივი სამხედრო გეგმები მოიპარეს, მათ შორის კიმ ჩენ ინის ლიკვიდაციის გეგმებიც. ამის შესახებ სამხრეთ კორეის მმართველი პარტიის დეპუტატმა რი ჩოლ-ჰიმ განაცხადა, რომელიც ქვეყნის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის წევრიც არის. მისი ინფორმაციით, ჰაკერებმა დოკუმენტები სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროდან მოიპარეს.
როგორც BBC წერს, სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებს.
არსებული ინფორმაციით, ჰაკერები სამხედრო ინფორმაციით გარდა, სამხრეთ კორეის ელექტროსადგურების შესახებ ინფორმაციას დაეუფლნენ.
კომენტარები