„ტაბულას“ თამარ ჩერგოლეიშვილი თბილისის საკრებულოსთან მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მართალი გითხრათ გამიკვირდა ივანიშვილი რომ კალაძის კანდიდატობას დათანხმდა. კალაძე ვერ აკმაყოფილებს ივანიშვილისთვის სასურველი თოჯინის მოთხოვნებს – თავისი ფული აქვს. როგორც ყველა ოლიგარქს, ბიძინასაც ფულის ყველაზე მეტად ეშინია.
ახლა ვუყურებ საკრებულოსთან მიმდინარე ამბებს და ეჭვი მაქვს, რომ ეს ყველაფერი კალაძის ტესტია. სხვანაირად არ იხსნება, რატომ არ ხდება ეს ყველაფერი არჩევნების შემდეგ.
კალაძემ ახლა უნდა დაამტკიცოს, რომ ივანიშვილის ყველა ახირება შესრულდება, თუნდაც თავად ზიანი მიადგეს.
მერობა შეიძლება კალაძის ხაფანგიც აღმოჩნდეს ივანიშვილის მეორე სიცოცხლის გასახსნელად – კორუმპირებულ მერს დაიჭერს და ხალხს გაუხარდება“, – წერს ჩერგოლეიშვილი.
კომენტარები