ჩეხეთის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა – ის რომ უკრაინამ ყირიმი დაკარგა “შემდგარი ფაქტია”.
ზემანი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების წინააღმდეგ გამოვიდა, ის პრობლემის გადაჭრას უკრაინისათვის გადასახადის გადახდაში ხედავს:
“ყირიმი – ეს ანექსიაა, თუმცა ეს უკვე შემდგარი ფაქტია. ვფიქრობ, უკრაინისათვის გარკვეული კომპენსაცია იქნება – ან ფინანსური ფორმით, ან ნავთობითა და გაზით”.
ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ჩეხეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ უკრაინის მიერ კომპენსაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, “ევროპული ომი” დაიწყება.
ამ სიტყვებით ზემანმა გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის, იოახიმ გაუკის ციტირება მოახდინა. გაუკმა განაცხადა – “თუ გვსურს ყირიმი უკან დავუბრუნოთ უკრაინას, მაშინ ეს ევროპულ ომს ნიშნავს”.
ამ სიტყვების საფუძველზე ზემანმა დაასკვნა, რომ – უკრაინის ძალისხმევის მიუხედავად, უკან დაიბრუნოს ყირიმი, “ომი” მაინც გარადუვალია.
“ჩვენ, ევროპული ომი თავიდან უნდა ავიცილოთ და თქვენ ეს უნდა გესმოდეთ”, – მიმართა დეპუტატებს ჩეხეთის პრეზიდენტმა.
რადას დეპუტატმა “პეტრო პოროშენკოს ბლოკიდან”, ალექსეი გონჩარენკომ მიიჩნია, რომ ამ განცხადებით მილოშ ზემანმა “უკრაინას შეურაცხყოფა” მიაყენა.
“მისი აზრით, უკრაინას შეუძლია შეთანხმდეს რუსეთთან ფინანსურ კომპენსაციაზე,” – აღშფოთდა გონჩარენკო.
“პროტესტის ნიშნად დარბაზი დავტოვე,” – წერს გონჩარენკო სოციალურ ქსელში.
მან იქვე დასძინა:
“თუ შესაძლებელია ყირიმის გაყიდვა, იქნებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პუტინს პრაღა ან კარლოვი ვარი მიყიდოს? პუტინი ფულსაც მისცემს და ნავთობსაც”.
კომენტარები