NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარება

სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარება

10 ოქტ 2017 ახალი ამბები, საზოგადოება 139 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

10 ოქტომბერს მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მობილიზებას ემსახურება. მიმდინარე წელს ამ დღის აღნიშნვის თემაა ფსიქიკური ჯანმრთელობა სამუშაო ადგილზე. მისი მიზანია მოცემული საკითხის გააქტიურება დასაქმებულთა ფსიქიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის „მუშაკთა ჯანმრთელობის დაცვის გლობალური სამოქმედო გეგმა“ (2008 – 2017) და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სამოქმედო გეგმა მოიცავს შესაბამის დებულებებს, მიზნებსა და ამოცანებს სამუშაო ადგილზე ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად. ყურადღება გამახვილებულია პრობლემების მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირებაზე, სხვადასხვა სოციალურ ასპექტზე, მათ საცხოვრებელ და სამუშაო პირობებზე.

საქართველოში სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ქმედითი ღონისძიებები არ ტარდება. სახალხო დამცველის მიერ, საქართველოს მთავრობის „ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტითა და 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ სათანადოდ არ სრულდება აქტივობები, რომლებიც მოიცავს ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამების შემუშავებას სამუშაო ადგილებზე, ბაღებში, საჯარო სკოლებში. ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, დამოკიდებულების შეცვლას და სტიგმის შემცირებას. სტრატეგიული დოკუმენტის შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან გატარებული ღონისძიებები არ არის საკმარისი მისი ეფექტური იმპლემენტაციისთვის. შესაბამისად გამოწვევად რჩება დარგში არსებული რიგი საკითხები.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს უზრუნველყონ ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების 2015–2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების დროული შესრულება, რაც ხელს შეუწყობს სფეროში გამოკვეთილი ძირეული პრობლემების მოგვარებას, მათ შორის დასაქმების ადგილებზე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მინიმუმადე დაყვანას.

კომენტარები

საქართველოს სახალხო დამცველი სახალხო დამცველი უწყება ფსიქიკური ჯანმრთელობა 2017-10-10
Tags საქართველოს სახალხო დამცველი სახალხო დამცველი უწყება ფსიქიკური ჯანმრთელობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ქ.ფილადელფიას ვიზიტით ეწვია

შემდეგი სტატია

სირიაში რუსული Су-24 ჩამოვარდა, დაღუპულია ორივე პილოტი

მსგავსი სტატიები

ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარია

ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარია

24 ნოე 2017
„ვალაგებ რამდენიმე პროექტს თუ როგორ განვავითარებ“ – ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანშია

„ვალაგებ რამდენიმე პროექტს თუ როგორ განვავითარებ“ – ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანშია

27 აგვ 2018

თამარ ჩუგოშვილი: ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ იმგვარი კანონმდებლობა, რომელიც პარლამენტს გააძლიერებს ინსტიტუციურად და გააძლიერებს აგრეთვე ოპოზიციის როლსაც საპარლამენტო საქმიანობაში

17 სექ 2018

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • პარტია „ლელო“ 22 დეკემბერს დაფუძნდება

    პარტია „ლელო“ 22 დეკემბერს დაფუძნდება

  • ნინო ბურჯანაძე: … აი, ეს არის უხერხულობა, როცა ასეთი ხელისუფლება გვყავს

    ნინო ბურჯანაძე: … აი, ეს არის უხერხულობა, როცა ასეთი ხელისუფლება გვყავს

  • ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

    ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

  • ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

    ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

  • რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა

    რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა

  • ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში

    ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში

  • ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის – ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი

    ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის – ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი

  • ინციდენტები აძლიერებს წინააღმდეგობას, ტყუილი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს – ოპოზიცია ქუთაისში აქცია მართავს

    ინციდენტები აძლიერებს წინააღმდეგობას, ტყუილი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს – ოპოზიცია ქუთაისში აქცია მართავს

  • ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ პროცესს ვაგრძელებთ

    ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ პროცესს ვაგრძელებთ

მოგვიწონეთ!

თბილისი
6°
overcast clouds
humidity: 62%
wind: 2m/s SW
H 6 • L 6
11°
Mon
8°
Tue
9°
Wed
Weather from OpenWeatherMap
Copyright 2019, News.ge
Create by News.ge