დღეს თბილისის საკრებულოსთან აქციაზე მომხდარი დაპირისპირების დროს ერთი პოლიციელი დაშავდა. ინფორმაცია news.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, პოლიციელი ამჟამად საავადმყოფოში გამოკვლევებზე იმყოფება.
სამინისტროში არ აკონკრეტებენ სამართალდამცველის დაზიანების ხარისხს და არც ტრავმის მდებარეობას.
საკრებულოს შენობის წინ დღეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა აქციაგამართეს. მათ საკრებულოში შეჭრა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. დაპირისპირების შედეგად აქციის 8 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
კომენტარები