ლამბერსექსუალები 2015 წლიდან ყველაზე ტრენდულ მამაკაცებად ითვლებოდნენ. თუმცა წვერის ტარება დღესაც საკმაოდ აქტუალურია. თანაც წვერი უძველესი დროიდან მამაკაცური სიძლიერისა და ძალაუფლების სიმბოლოდაა აღიარებული.
ახალმა კვლევამ კი, რომელიც ” University of Queensland-ში” ჩატარდა ამტკიცებს, რომ წვერის მქონე მამაკაცები უფრო მეტად სასურველები არიან ხანგრძლივ ურთიერთობებსა ან ქორწინებაში, ვიდრე “baby-faced”(ბავშვის სახიანი) მამრები.
კვლევისას გამოიკითხა 8 520 ქალი, რომელთაც უნდა განესაზღვრათ შეფასების შკალით 0-დან 6-მდე, როგორც მამაკაცის მიმზიდველობა, ასევე შეეფასებინათ ისინი ხანგრძლივი ურთიერთობისთვის.
ასე რომ, დადგინდა, წვერი არა თუ ისევ ტრენდული, არამედ ხანგრძლივი ურთიერთობების მსურველთათვის პრიორიტეტულიცაა.
თვალი გადაავლეთ ცნობილი პიროვნებების წვერიან და უწვერო იმიჯს და თვითონ შეაფასეთ, რამდენად ეთანხმებით “Journal of Evolutionary Biology-ში” გამოქვეყნებულ კვლევას.
კომენტარები