NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„თბილისში ტერიტორიების გადაცემის პროცესი კეთილსინდისიერი მმართველობის პრინციპებს არღვევს“

„თბილისში ტერიტორიების გადაცემის პროცესი კეთილსინდისიერი მმართველობის პრინციპებს არღვევს“

10 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 434 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის თავისუფლების მოედანზე (პუშკინის სკვერის მიმდებარედ) და ოქროყანაში („პანორამა თბილისის“ მშენებარე კომპლექსის სიახლოვეს) მდებარე ტერიტორიების გადაცემასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ განცხადებას ავრცელებს.

„დღეს, 10 ოქტომბერს, თბილისის საკრებულოში იგეგმება გადაწყვეტილების მიღება ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის თავისუფლების მოედანზე (პუშკინის სკვერის მიმდებარედ) და ოქროყანაში („პანორამა თბილისის“ მშენებარე კომპლექსის სიახლოვეს) მდებარე ტერიტორიების გადაცემის შესახებ.

მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული ტერიტორიების ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისათვის პრეფერენციული პირობებით გადაცემის შესახებ სუსტად არის დასაბუთებული, არ ემყარება ცალსახა საჯარო ინტერესს და კითხვებს ბადებს ქალაქის ხელისუფლების მოტივაციის თაობაზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებთ, რომ გადაწყვეტილების ბენეფიციარი მმართველი პარტიის დამაარსებელია. საგულისხმოა, რომ ‘პანორამა თბილისის’ პროექტის გარშემო შესაძლო კორუფციის რისკებთან დაკავშირებით ჩვენ გასულ წელსაც ვსაუბრობდით. დასანანია, რომ სახეზეა იმავე პროცესების გაგრძელება.

გარდა ამისა, შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ გადაწყვეტილების განხილვაზე არ დაუშვეს არც დაინტერესებული მოქალაქეები და არც საქართველოს პარლამენტის წევრები, რაც საქართველოს კანონმდებლობის ცალსახა დარღვევაა და ასევე ეწინააღმდეგება ხელისუფლების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებს.

მოვუწოდებთ თბილისის ხელისუფლებას, რომ ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელოს მხოლოდ საჯარო ინტერესით, ასვევე უზრუნველყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დაინტერესებული მხარეებისა და მოქალაქეების ჩართულობა და პროცესის ღიაობა. ასევე მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს, რომ იმოქმედონ კანონის ფარგლებში, უზრუნველყონ წესრიგი და არ შეუქმნან დაბრკოლობები იმ პირებს, რომლებსაც საკრებულოს სხდომაზე დასწრების კანონიერი უფლება აქვთ“, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

ბიძინა ივანიშვილი თბილისი საერთაშორისო გამჭვირვალობა საკრებულო 2017-10-10
Tags ბიძინა ივანიშვილი თბილისი საერთაშორისო გამჭვირვალობა საკრებულო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თუ ტესტს 10 წამში გაივლით, უნიკალური მხედველობა გაქვთ

შემდეგი სტატია

მსოფლიოს 12 უმდიდრესი ქალბატონი

მსგავსი სტატიები

„ნაციონალური მოძრაობა“ შს მინისტრს პარლამენტში იბარებს

21 თებ 2018
ქუმსიშვილი: ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 28%-ით არის გაზრდილი

ქუმსიშვილი: ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 28%-ით არის გაზრდილი

16 აპრ 2018
„მოვა დრო და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება”

„მოვა დრო და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება”

28 იან 2019

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: ჩვენ კი თავი რუსეთში გვინდა და უკაცრავად და ერთი ადგილი გასათბობად ევროპაში

    გია ხუხაშვილი: ჩვენ კი თავი რუსეთში გვინდა და უკაცრავად და ერთი ადგილი გასათბობად ევროპაში

  • ოპოზიცია ფიქრობს, თუ როგორ გამოძვრეს იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს

    ოპოზიცია ფიქრობს, თუ როგორ გამოძვრეს იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს

  • რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?

    რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?

  • როსტომ ჩხეიძე: 70-იან წლებში შევესწრებოდი მძაფრ, გავეშებულ კამათს …

    როსტომ ჩხეიძე: 70-იან წლებში შევესწრებოდი მძაფრ, გავეშებულ კამათს …

  • დღეს ვინც ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება, ზოგი იდეურად, ზოგი შიშით, ზოგი ანგარებით, ნებსით თუ უნებლიედ, მე-11 არმიის წევრები ხდებით

    დღეს ვინც ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება, ზოგი იდეურად, ზოგი შიშით, ზოგი ანგარებით, ნებსით თუ უნებლიედ, მე-11 არმიის წევრები ხდებით

  • უნდა გამოუშვან მელია, რურუა და დაინიშნოს თავისუფალი არჩევნები, ეს არის ის, რაც ქვეყნის თავისუფლების დაცვას სჭირდება

    უნდა გამოუშვან მელია, რურუა და დაინიშნოს თავისუფალი არჩევნები, ეს არის ის, რაც ქვეყნის თავისუფლების დაცვას სჭირდება

  • სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი საქართველოს ბანკისგან

    სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი საქართველოს ბანკისგან

  • „ქართული ოცნება“ საქართველოს უფსკრულისკენ მიაქანებს – სიმბოლურია, რომ ტრაგიკული მოვლენებიდან 100 წლისთავზე დააპატიმრეს მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი

    „ქართული ოცნება“ საქართველოს უფსკრულისკენ მიაქანებს – სიმბოლურია, რომ ტრაგიკული მოვლენებიდან 100 წლისთავზე დააპატიმრეს მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი

  • იმ უგუნური შტურმის შემდეგ ფეხზე დადგა სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობა – თუ ხელისუფლება დროულად არ მოეგება გონს, შემდეგი ნაბიჯი უკვე სანქციები იქნება

    იმ უგუნური შტურმის შემდეგ ფეხზე დადგა სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობა – თუ ხელისუფლება დროულად არ მოეგება გონს, შემდეგი ნაბიჯი უკვე სანქციები იქნება

  • “კორონას დროს ქუჩებს მრისხანედ რომ რეცხავდით მედიის დასანახად და სიაბანდი პიარისთვის გვახსოვს, მაგრამ …”

    “კორონას დროს ქუჩებს მრისხანედ რომ რეცხავდით მედიის დასანახად და სიაბანდი პიარისთვის გვახსოვს, მაგრამ …”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge