თბილისის საკრებულოს შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. საკრებულოში ყველა შესასვლელი ბლოკირებულია. ღიაა მხოლოდ ცენტრალური კარი. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით პარლამენტის დეპუტატებს საკრებულოში არ შეუშვებენ. ადგილზე მისულები არიან თბილისის მერობის კანდიდატები. „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ მიდის კანონის წინააღმდეგ.
„ქართული ოცნება “ დღეს არის ძალიან დასუსტებული, „ქართული ოცნება“ მიდის კანონის წინააღმდეგ და გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ, მათ არ შეუძლიათ მიიღონ ნორმალურად, როგორც შეეფერება საკრებულოს. მათ ამოიფარეს პოლიციელები, მათ ამოიფარეს ხალხი წინ და რაც მთავარია, ამოიფარეს კანონდარღვევით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, მე- 16 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნტის მიხედვით, პარლამენტის წევრებს აქვთ უფლება, რომ დაესწრონ სათათბირო ხმის უფლებით საკრებულოს სხდომას. ვერავინ დადგება კანონზე ზემოთ, ვერც „ქართული ოცნება“, ვერც ბიძინა ივანიშვილი“,-განაცხადა ხოშტარიამ.
საკრებულოში დღეს თაბორის მთის და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული, მანამდე კი „ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოსთან 14:00 საათზე აქციას გამართავს.
კომენტარები