NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გიორგი ბირბიჩაძე: თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა და შშმ პირთა უფლებების დაცვა ჩვენთვის პრიორიტეტულია

გიორგი ბირბიჩაძე: თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა და შშმ პირთა უფლებების დაცვა ჩვენთვის პრიორიტეტულია

10 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 642 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე პარლამენტის წევრ რატი იონათამიშვილთან ერთად შშმ პირთა დღის  მომსახურების ცენტრში იმყოფებოდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა და საპარლამენტო დეპუტატმა ცენტრის ბენეფიციარებისგან არსებული პრობლემების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

გიორგი ბირბიჩაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თბილისი იქცეს ინკლუზიურ ქალაქად და ამისთვის შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება. მისივე განცხადებით, შშმ პირთა დამოუკიდებელი გადაადგილების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა, საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით პროექტების დაფინანსება და განხორციელება, ფიზიკური გარემოს ადაპტირება და სკოლამდელი ინკლუზიური განათლება აღნიშნული პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია.

„ძალიან აქტუალურია ქალაქის ინფრასტრუქტურის ადაპტირების საკითხი შშმ პირებისთვის. მუნიციპალური ტრანსპორტის, გაჩერებების, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების, ასევე, საფეხმავლო გზების ადაპტირება აუცილებელია. გარდა ამისა, იმისათვის, რომ შშმ პირებმა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ, ჩვენ უნდა შევქმნათ, პირველ რიგში, ის ელემენტარული პირობები, მთელი ქალაქის მასშტაბით, რაც მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს, კერძოდ, უნდა განხორციელდეს საზოგადოებრივი დანიშნულების და საზოგადოების თავშეყრის ადგილების, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, კულტურული დაწესებულებების, ასევე პარკებისა და რეკრეაციული სივრცეების ადაპტირება. სკოლამდელი ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობა, ასევე, ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება. ამ ადამიანების უფლებები უნდა იყოს დაცული და თანაბარი შესაძლებლობები ყველასათვის უზრუნველყოფილი,“- აღნიშნა გიორგი ბირბიჩაძემ შშმ პირებთან შეხვედრისას.

პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა, დღის ცენტრის ბენეფიციარებს, თავის მხრივ, ცენტრის ბენეფიციარებს 2018 წლიდან შშმ პირთათვის არებულ პროგრამებში დაგეგმილი პოზიტიური სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

კომენტარები

გიორგი ბირბიჩაძე ვაკე ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი შშმ პირები 2017-10-10
Tags გიორგი ბირბიჩაძე ვაკე ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი შშმ პირები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ერდოღანი: თურქეთი ყირიმს რუსეთის ტერიტორიად არ აღიარებს

შემდეგი სტატია

„პრეზიდენტმა შემოგვთავაზა პოლიტიკური სპექტაკლი“

მსგავსი სტატიები

მერილინ მონროს ფოტოები, რომლებიც ამ დრომდე არავის უნახავს

11 დეკ 2017
ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო

ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო

13 აპრ 2018
ვფიქრობ, ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევის რესურსი არსებობს

ვფიქრობ, ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევის რესურსი არსებობს

ირაკლი შალიკაშვილი 05 თებ 2020

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

  • ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

    ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

  • ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

    ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

  • თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

  • თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

  • გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილი ინვალიდის ეტლში ზის და ორ ნაბიჯსაც ვერ დგამს, ეს საშუალო სიმძიმის პაციენტია?

    გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილი ინვალიდის ეტლში ზის და ორ ნაბიჯსაც ვერ დგამს, ეს საშუალო სიმძიმის პაციენტია?

  • ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის ნათელ ხსოვნას

    ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის ნათელ ხსოვნას

  • ზურაბ ბატიაშვილი: დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება

    ზურაბ ბატიაშვილი: დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება

  • საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციის დემო დღე გაიმართა

    საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციის დემო დღე გაიმართა

  • იაპონია, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთს დამატებითი სანქციებს უწესებს

    იაპონია, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთს დამატებითი სანქციებს უწესებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge