NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»აჭარაში ისტორიული მნიშვნელობის პროექტი იწყება

აჭარაში ისტორიული მნიშვნელობის პროექტი იწყება

10 ოქტ 2017 ახალი ამბები, საზოგადოება 652 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

აჭარაში ისტორიული მნიშვნელობის პროექტის – მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოები იწყება. სამუშაოების დაწყების ცერემონია 12 საათზე შუახევის მუნიციპალიტეტში, ხიჭაურში გაიმართება.

ბათუმი-ქედის მონაკვეთის (ხიჭაურის დასახლებამდე) გაზსადენი მილის მშენებლობის სამონტაჟო სამუშაოების დაწყების ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან  ერთად დაესწრება.

გაზსადენის დანიშნულება სამი მუნიციპალიტეტის: ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფაა. გაზსადენის ტრასა სოფელ სალიბაურიდან სოფელ ერგემდე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას მიუყვება. სოფელ ერგედან ხიჭაურის დასახლებამდე კი – ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზას.

გაზსადენის საერთო სიგრძე 65 162 მეტრია. ის 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. გაზსადენის სამშენებლო ღირებულება 25 850 000 ლარია. პროექტი 2019 წლის 1 მარტს უნდა დასრულდეს.

სამუშაოებს შპს „ენერჯი ინვესტი 2009″ ახორციელებს, რომელსაც აჭარის ტერიტორიაზე 508 000 გრძ/მ სიგრძის სამუშაო აქვს შესრულებული. კომპანიას ბათუმი-ქედის მონაკვეთის სამუშაოებზე 75 თანამშრომელი ყავს დასაქმებული.

კომენტარები

აჭარა ბათუმი გაზიფიცირება ენერჯი ინვესტი 2009 მაღალმთიანი მაღალმთიანი აჭარა პროექტი ქედა შუახევი ხელვაჩაური 2017-10-10
Tags აჭარა ბათუმი გაზიფიცირება ენერჯი ინვესტი 2009 მაღალმთიანი მაღალმთიანი აჭარა პროექტი ქედა შუახევი ხელვაჩაური
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბოდი არტი : ცოცხალ ნახატად ქცეული მოდელები

შემდეგი სტატია

გიორგი მღებრიშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძემ იერუსალიმის ძველი ქალაქი დაათვალიერა

25 ოქტ 2017
თბილისის პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების შემოწმება-გადახდის სისტემა იცვლება

თბილისის პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების შემოწმება-გადახდის სისტემა იცვლება

05 ივნ 2018
ბესელია მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების დამკვეთისა და ორგანიზატორის დასადგენად, შსს-ს 1 თვეს აძლევს

ბესელია მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების დამკვეთისა და ორგანიზატორის დასადგენად, შსს-ს 1 თვეს აძლევს

ირაკლი შალიკაშვილი 27 მარ 2019

უახლესი ამბები

  • ეკატერინე ქარდავა: მხარს ვუჭერ მთავარ არხს, არა იმიტომ რომ მომწონს ან არ მომწონს, არამედ იმიტომ რომ …

    ეკატერინე ქარდავა: მხარს ვუჭერ მთავარ არხს, არა იმიტომ რომ მომწონს ან არ მომწონს, არამედ იმიტომ რომ …

  • მედია: თურქეთში უკრაინელმა მამამ დანით დაჭრა ორი შვილი, შემდეგ კი ცოლის მოკვლა სცადა

    მედია: თურქეთში უკრაინელმა მამამ დანით დაჭრა ორი შვილი, შემდეგ კი ცოლის მოკვლა სცადა

  • “Stinger-მა მშვენივრად იმუშავა!”

    “Stinger-მა მშვენივრად იმუშავა!”

  • ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული, პრაგმატული პოლიტიკით უნდა შევძლოთ, მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენი ძმების, ჩვენი ოსების, ჩვენი აფხაზების დაბრუნება

    ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული, პრაგმატული პოლიტიკით უნდა შევძლოთ, მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენი ძმების, ჩვენი ოსების, ჩვენი აფხაზების დაბრუნება

  • პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა უკრაინაში ჩავიდა და რადას სიტყვით მიმართავს

    პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა უკრაინაში ჩავიდა და რადას სიტყვით მიმართავს

  • ვადიმ ბოიჩენკო:  მარიუპოლი ჯანდაცვისა და სანიტარიული კატასტროფისკენ მიექანება

    ვადიმ ბოიჩენკო: მარიუპოლი ჯანდაცვისა და სანიტარიული კატასტროფისკენ მიექანება

  • ადვოკატი – საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირი ფაქტებს ვერ იხსენებს

    ადვოკატი – საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირი ფაქტებს ვერ იხსენებს

  • მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

    მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

  • მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

    მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

    ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge