NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ჯანელიძის განცხადებით სუამის ფარგლებში სატრანსპორტო დერეფნის განვითარება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია

ჯანელიძის განცხადებით სუამის ფარგლებში სატრანსპორტო დერეფნის განვითარება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია

09 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 809 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„წლევანდელი წელი ნამდვილად გამოირჩევა განსაკუთრებული აქტივობით, სუამ-ის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერმინისტრების შეხვედრა კიევში. მთავრობის ხელმძღვანელებმა მისცეს ახალი ბიძგი და იმპულსი სუამ-ის ფარგლებში სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებების კიდევ უფრო გააქტიურებას” – მიხეილ ჯანელიძემ სუამ-ის საიუბილეო შეხვედრის დასრულების შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ სუამ–ის ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით ორგანიზაციის ფარგლებში მიღწეული იქნა მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას ეხება. „ეს იქნება მნიშვნელოვანი არამხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისთვის, არამედ ეს იქნება მნიშვნელოვანი ასევე სატრანსპორტო კორიდორის შემდგომი გაძლიერებისა და გააქტიურებისთვის” – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა სატრანსპორტო კორიდორის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ორგანიზაციისთვის და ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის ეს უმთავრესი პრიორიტეტია. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით განხორციელდება შესაბამისი ქმედებები, რათა სატრანსპორტო კორიდორი გახდეს ეფექტური და ცნობადი გლობალური მასშტაბით. 

„სატრანსპორტო კორიდორს შეუძლია მხოლოდ სიკეთის, სტაბილურობის და განვითარების მოტანა მთლიანად რეგიონისთვის. ამ თანამშრომლობისთვის ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიწვევთ როგორც აღმოსავლეთით ასევე დასავლეთით ყველა დაინტერესებულ მხარეს” – განაცხადა  ჯანელიძემ.

მინისტრის ინფორმაციით  ამ ეტაპზე მიმდინარეობს თავისუფალ სავაჭრო ზონასთან დაკავშირებით  შესაბამის საიმპლემენტაციო შეთანხმებების გაფორმებაზე მუშაობა და წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება პროცესის დასრულდება.

კომენტარები

მიხეილ ჯანელიძე პრესკონფერენცია სუამი 2017-10-09
Tags მიხეილ ჯანელიძე პრესკონფერენცია სუამი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პარლამენტი დღეს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს

შემდეგი სტატია

კოვზანაძე: მნიშვნელოვნად ეზრდება დაფინანსება რამდენიმე სამინისტროს

მსგავსი სტატიები

გიორგი ბარამიძე:  „ქოცები“ ტყუილად ნუ დაიწყებენ მხიარულ ჟივილ-ხივილს

გიორგი ბარამიძე: „ქოცები“ ტყუილად ნუ დაიწყებენ მხიარულ ჟივილ-ხივილს

ნინო ჩხეიძე 16 აგვ 2020
მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკების პროცესში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით

მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკების პროცესში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით

ირაკლი შალიკაშვილი 15 აპრ 2021
„სინამდვილეში, ამ ბნელი ძალების უკან დგას საპატრიარქო

„სინამდვილეში, ამ ბნელი ძალების უკან დგას საპატრიარქო

ირაკლი შალიკაშვილი 19 ივნ 2019

უახლესი ამბები

  • გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

    გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

  • პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

    პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

  • მსახიობი ზაზა მიქაშავიძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი ზაზა მიქაშავიძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ბექა ყორშია: გამაგრება ლაზარეს და სირცხვილი ჩვენ, რომ ვერაფერს ვაკეთებთ მის დასახსნელად

    ბექა ყორშია: გამაგრება ლაზარეს და სირცხვილი ჩვენ, რომ ვერაფერს ვაკეთებთ მის დასახსნელად

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართული საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართული საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

  • არჩილ თალაკვაძე: ეს გააკეთა ახალგაზრდამ თუ ადამიანმა, რომელსაც უყვარს როკ-ენ-როლი, მნიშვნელობა არ აქვს …

    არჩილ თალაკვაძე: ეს გააკეთა ახალგაზრდამ თუ ადამიანმა, რომელსაც უყვარს როკ-ენ-როლი, მნიშვნელობა არ აქვს …

  • თათია სამხარაძემ გამოძიების დაწყებისთვის შსს-ს მიმართა

    თათია სამხარაძემ გამოძიების დაწყებისთვის შსს-ს მიმართა

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩემი აზრით, ისე უნდა ვქნათ, რომ ყველა შაბათი ლაზარეს შაბათი იყოს, ვიდრე არ გამოუშვებენ

    თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩემი აზრით, ისე უნდა ვქნათ, რომ ყველა შაბათი ლაზარეს შაბათი იყოს, ვიდრე არ გამოუშვებენ

  • ზურაბ ჯაფარიძე: ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-დან 11 წლამდე, ჩათვალეთ რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ. ათი კაცი გვირტყამდა და დაკითხულიც კი არაა არავინ პოლიციელებიდან

    ზურაბ ჯაფარიძე: ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-დან 11 წლამდე, ჩათვალეთ რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ. ათი კაცი გვირტყამდა და დაკითხულიც კი არაა არავინ პოლიციელებიდან

  • ჟოზეფ ბორელი: ვროკავშირი მზადაა, დაარღვიოს ტაბუ, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში

    ჟოზეფ ბორელი: ვროკავშირი მზადაა, დაარღვიოს ტაბუ, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge