ცნობილი და გენიალური ადამიანებისგან სიკვდილის პირას ყოფნის დროსაც მოელოდებიან გამორჩეულობას და ექსტრავაგანტურობას. პოლიტიკოსებს, სამხედროებს, მსახიობებს და სხვა ცნობილ პირებს ბევჯერ უცდიათ სიკვდილის წინ დასამახსოვრებელი და მათი ცხოვრებისთვის სიმბოლური დატვირთვის მქონე სიტყვების თქმა, ზოგიერთმა სცადა თავისი ცხოვრებისეული კრედოს ერთ უკანასკნელ, გამოსამშვიდობებელ წინადადებაში ჩატევა. ქვემოთ გთავაზობთ ცნობილი ადამიანების მიერ სიკვდილის წინ ნათქვამ, ყველაზე ორიგინალურ ფრაზებს.
- უინსტონ ჩერჩილი – 2002 წელს ბრიტანელების მიერ ყველა დროის ყველაზე დიდ ბრიტანელად დასახელებული, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი გონებამახვილობითა და ენამოსწრებულობით. ჩერჩილმა თავისი ორიგინალურობა და ენამოსწრებულობა 90 წლის ასაკში, სიკვდილის წინაც შეინარჩუნა. „დავიღალე ამ ყველაფრით“ – იყო ჩერჩილის ბოლო სიტყვები.
- ნიკოლო მაკიაველი- მე-16 საუკუნის ცნობილი იტალიელი მოაზროვნე და პოლიტიკური მოღვაწე თავისი გენიალური გამონათქვამებით და იდეებით დღემდე არ კარგავს პოპულარობას და აქტუალურობას. დასამახსოვრებელი იყო მისი სიკვდილის წინ ნათქვამი სიტყვებიც. „სამოთხეში მოხვედრას ჯოჯოხეთში მოხვედრა მირჩევნია. ჯოჯოხეთში მეფეების, რომის პაპების და პრინცების კამპანიაში მომიწევს ცხოვრება, ხოლო სამოთხეში მხოლოდ ღარიბები, მისიონერები და მონაზონები იქნებიან“.
- ოსკარ უაილდი- გენიალური ბრიტანელი მწერალი ოსკარ უაილდი სრულიად ახალგაზრდა 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით წლების განმავლობაში ციხეში ჩასმული ხელოვანი გათავისუფლების შემდგომ გალოთდა, დაავადდა და სიღარიბეში, სრულიად უფერულ და უგემოვნო ოთახში დალია სული, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა უაილდს სიცოცხლის ბოლო წუთებამდე არ დაუკარგავს გონების სისხარტე. „ჩემი კედლის შპალერს და მე გვაქვს დუელი სიკვდილამდე, ან ის მოკვდება ან მე“- იყო გენიალური ხელოვნის ბოლო სიტყვები, ნათქვამი თავის ღარიბულ ბინაში.
- ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი- გენიალური მუსიკოსის ბოლო სიტყვები განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და ორიგინალური აღმოჩნდა -„ტაში მეგობრებო კომედია დასრულებულია“
- ნერონი-გასაოცარი სისასტიკითა, ულმობლობითა და ამპარტავნობით ცნობილი რომის იმპერატორ ნერონის ბოლო სიტყვები ერთდროულად ირონიული და ორიგინალურიც იყო „როგორი დიდებული მსახიობი ვკვდები“- თქვა განდიდების მანიით შეპყრობილმა იმპერატორმა.
კომენტარები