„ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თბილისის ერთ-ერთი უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ძალოვანი უწყების თანამშრომელია, შსს-ში ეხმაურებიან. უწყებაში უარყოფენ, რომ ენმ-ს მიერ დასახელებული პირი შსს-ს თანამშრომელია.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ისნის რაიონში ერთ-ერთი ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მოქალაქე ნინო ნიკურაძე შსს-ს თანამშრომელია.
ვაცხადებთ, რომ აღნიშნული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ არის.
მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს მსგავსი დაუსაბუთებელი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარები