NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სხეულის ენა: 15 ყველაზე სახიფათო შეცდომა

სხეულის ენა: 15 ყველაზე სახიფათო შეცდომა

09 ოქტ 2017 ახალი ამბები, საინტერესო 7792 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

არავისთვის არის საიდუმლო, რომ ადამიანზე პირველი შთაბეჭდილება იქმნება ურთიერთობის პირველივე წამებში. საქმე იმაშია, რომ ადამიანის ტვინი ქმნის, ასე ვთქვათ, საკუთარ აზრს თანამოსაუბრეზე პირველივეწამებიდან. იქამდე, სანამ ადამიანები გაიცნობენ ერთმანეთს, ტვინი აკეთებს წინასწარ დასკვნებს, ცდილობს რა შეაფასოს ადამიანი, გამოიცნოს მისი ქცევა და წინასწარ დაინახოს, როგორი რეაგირება მოახდინოს მასზე.

კომუნიკაციის სპეციალისტები განსაკუთრებული ინტერესით პოლიტიკოსების სხეულის ენას აკვირდებიან, ვინაიდან არავერბალური კომუნიკაციის  საშუალებები, როგორც წესი, ყველაზე მკაფიოდ ამხელს მსოფლიო ლიდერების ფარულ გზავნილებს.

 

Image result for famous politicians gesticulation

Related image

Related image

 

“ამიტომაც, იმისათვის, რომ არ ვავნოთ საკუთარ თავს და არ შევუქმნათ სხვებს ცუდი შთაბეჭდილება ურთიერთობის პირველივე წამებიდან, საჭიროა ვიცნობდეთ ჩვენი სხეულის ენას. განსაკუთრებით ეს ეხება მნიშვნელოვან შეხვედრებს. თუ თქვენ მიხვედით გასაუბრებაზე, ითხოვთ ხელფასის მომატებას ან ხვდებით ახალ კლიენტებს, ზედმიწევნით ადევნეთ თვალი საკუთარი სხეულის ენას. შეხვედრის შედეგი დამოკიდებული იქნება თქვენი თანამოსაუბრის მიერ თქვენს აღქმაზე”, – ამბობს ბერნარდ მარრი (ბიზნესის ეფექტურობის ამაღლების მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი)

Huffingtonpost გვთავაზობს 15 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომელსაც ადამიანები კომუნიკაციის პროცესში უშვებენ.

 

გადამეტებული ჟესტიკულაცია ჟესტების ზედმეტად ხშირად გამოყენება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მოსაუბრე ცრუობს. კომუნიკაციის არავერბალური საშუალებების ზომიერად გამოყენება კი ხაზს უსვამს მოსაუბრის თავდაჯერებულობასა და ლიდერის თვისებებს. 

Related image

წელში მოხრილად ჯდომა უპატივცემულობას გამოხატავს და ნიშნავს, რომ თქვენ ისე მოიწყინეთ, კონკრეტულ ადგილას ყოფნის სურვილი აღარ გაქვთ. ბუნებრივია, უფროსს არასდროს ეტყვით ფრაზას – „ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოგისმინო“ – მაგრამ თუ თქვენ მის წინაშე წელში მოხრილი დასხდებით, ამ ფრაზას თქვენი სხეული იტყვის, ძალიან ხმამაღლა და გარკვევით.

საათის ხშირად შემოწმება  როდესაც საუბრის დროს საათზე იყურებით, ეს უპატივცემულობას გამოხატავს, ხოლო მოსაუბრეს ექმნება შთაბეჭდილება, რომ მასთან საუბარზე უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ და მოუთმენლად ელოდებით, როდის მოვა თქვენი წასვლის დრო

Image result for looking at clock gif

სხვა ადამიანებისაგან განცალკევებით დგომა  თუ თქვენ თავს არიდებთ და ცალკე დგებით იმ ადამიანებისგან, რომელთა კამპანიაშიც იმყოფებით, ან არ მონაწილეობთ საუბრის პროცესში, იქმნება შთაბეჭდილება, რომ არაკომუნიკაბელური, უინტერესო და არაკომფორტული ადამიანი ბრძანდებით.უნდა ეცადოთ, რომ დადგეთ იმ ადამიანის პირისპირ, რომელიც საუბრობს და თავის მოძრაობებით მიანიშნოთ, რომ უსმენთ და დაინტერესებული ბრძანდებით მისი საუბრით.  ასეთ დროს მოსაუბრეს შეექმნება შთაბეჭდილება, რომ მას ყურადღებით უსმენთ.

Image result for hide from someone gif

 

გადაჯვარედინებული მკლავები  ასევე ფეხის ფეხზე გადადება ქმნის ბარიერს კომუნიკაციის პროცესში, ვინაიდან ეს ჟესტი მიუთითებს იმას, რომ თქვენ არ ბრძანდებით გახსნილი საუბრის პროცესში.

 

 

შეუსაბამობა თქვენს სიტყვებსა და გამოხატვის არავერბალურ ფორმებს შორის ადამიანებს უჩენს ეჭვს, რომ სიმართლეს არ საუბრობთ და ექმნებათ შთაბეჭდილება, თითქოს, მათ ატყუებთ. მაგალითად, ხელოვნური და ნერვული ღიმილი მაშინ, როდესაც მოლაპარაკების პროცესში რაიმე შეთავაზებაზე უარს ამბობთ.

 

 

გადამეტებული თავის დაკვრა – როდესაც საუბრის პროცესში ზედმეტად ხშირად უკრავთ თავს მოსაუბრეს და ეთანხმებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ თქვენ ამ ჟესტს იმის ხაზგასასმელად იყენებთ, რომ საუბრის შინაარსი კარგად გაიგეთ მაშინ, როდესაც თქვენთვის სრულიად გაუგებარია, რას ამბობს თანამოსაუბრე.

 

 

მოუსვენრობა – ასევე საკუთარ თმაზე ხელის ხშირად შეხება ნიშნავს, რომ თქვენ ნერვიულობთ,  მოზღვავებულ ენერგიას გრძნობთ და დაბნეული ბრძანდებით. ეს თანამოსაუბრეს უხერხულობას უქმნის და კომუნიკაციის სურვილს უკარგავს.

 

 

თვალებით კონტაქტისგან თავის არიდება – ნიშნავს, რომ თქვენ რაღაცას მალავთ. თვალებით ზომიერად კონტაქტი ხაზს უსვამს თქვენს თავდაჯერებულობასა და ინტერესს.საუბრის დროს დაბლა ყურება არათავდაჯერებულ პიროვნებად წარმოგაჩენთ და თქვენი სიტყვები გავლენას ვერ მოახდენს მოსაუბრეზე.

ინტენსიური თვალებით კონატაქტი – შესაძლოა, ეს აგრესიის მიმანიშნებლად აღიქვან ან ხაზი გაესვას, რომ თქვენ დომინანტის როლის მორგება გსურთ. საშუალოდ, ამერიკელები თვალებით კონტაქტს 7-დან 10 წამამდე ინარჩუნებენ, ხოლო თვალებით კონტაქტი უფრო მეტხანს გრძელდება მაშინ, თუ არიან მსმენელები და არა მოსაუბრეები.

 

Related image

 

თვალების ტრიალი – გამოხატავს უპატივცემულობას მოსაუბრის მიმართ. თუ ეს უბრალოდ ჩვევაა, უმჯობესია, ამას გადაეჩვიოთ.

 

 

მოღუშულობა – მიუთითებს, რომ თქვენ არ გსურთ იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელთა გარემოცვაშიც იმყოფებით. მოღუშული მოსაუბრისგან ადამიანები თავს შორს იჭერენ.ღიმილი ხაზს უსვამს, რომ მეგობრული და გახსნილი ბრძანდებით ურთიერთობისათვის, ასევე, გარშემომყოფებს თქვენგან პოზიტიური სიგნალები ეგზავნებათ. ეს მეთოდი აადვილებს ურთიერთობას.

ხელის სუსტად ჩამორთმევა – ეს ნიშნავს, რომ თქვენ არასაკმარისად თავდაჯერებული ბრძანდებით, ხოლო თუ ხელის ჩამორთმევა ძლიერია, ხაზს უსვამს დომინანტობის სურვილსა და აგრესიულობას, რაც ასევე ცუდია. გააკონტროლეთ, როგორ ჩამოართმევთ ხელს მოსაუბრეებს, ეცადეთ ამ ჟესტით კონკრეტული ადამიანის მიმართ კეთილგანწყობა გამოხატოთ.

მუშტების შეკვრა – გადაჯვარედინებული მკლავების მსგავსად, ხაზს უსვამს, რომ თქვენ არ ბრძანდებით მზად ღია ურთიერთობებისათვის. ეს ჟესტი თავდაცვით პოზიციასაც ნიშნავს, რაც ადამიანებს თქვენთან კომუნიკაციის სურვილს დაუკარგავს.

ძალიან ახლოს დგომა – თუ მოსაუბრესთან ძალიან ახლოს დგახართ, ნიშნავს, რომ მის პირად სივრცეს არღვევთ და არ სცემთ პატივს

 

Related image

კომენტარები

სხეულის ენა 2017-10-09
Tags სხეულის ენა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

10 ფილმი ,რომელის გამოსვლასაც შემოდგომაზე ველოდებით

შემდეგი სტატია

კალიფორნიის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა (ფოტოამბავი)

მსგავსი სტატიები

გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

ირაკლი შალიკაშვილი 17 აგვ 2022
შაქარიშვილი: „მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაზარალებულების რეაბილიტაციაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს“

შაქარიშვილი: „მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაზარალებულების რეაბილიტაციაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს“

06 თებ 2018
„ოფიციალური წარმომადგენელი ვარ საქარათველოს სახელით მის მსოფლიოზე“

„ოფიციალური წარმომადგენელი ვარ საქარათველოს სახელით მის მსოფლიოზე“

სოსო ელისაშვილი 07 მარ 2018

უახლესი ამბები

  • ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

    ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

  • ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

    ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

  • დღე ისტორიაში – 24 მარტი

    დღე ისტორიაში – 24 მარტი

  • თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

    თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

  • ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

    ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

  • “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

    “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

  • მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

    მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

  • საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

    საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა  და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge