სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ ინფორმაციით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში „ევროპული საქართველოს“ მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები აპირებენ კანდიდატურების მოხსნას.
„მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს გრძელვადიანი დამკვირვებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იკვეთება გარემოება, რის შესაბამისადაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საარჩევნო სუბიექტის „ბაქრაძე, უგულავა- ევროპული საქართველოს“ მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარობის 17 კანდიდატმა მიმართა თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებით მათი კანდიდატურების მოხსნის მოთხოვნით როგორც მაჟორიტარობის ასევე პარტიული სიის კანდიდატურობიდან. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიამ.
მრავალეროვანი საქართველოს ხელთ არსებული ინფორმაციით კანდიდატურების მოხსნა განპირობებული იყო უცხოეთში სამუშაოდ და სასწავლებლად კანდიდატთა გამგზავრების მოტივით. რაც თავის მხრივ ეჭვებს ბადებს კანდიდატთა გულწრფელობასთან მიმართებაში. მრავალეროვანი საქართველო ბოლო დღეების მანძილზე სწავლობდა ოლქში არსებულ ტენდენციებს ევროპული საქართველოს წევრებზე ზეწოლის შესაძლო ფაქტებზე, ჰქონდა თუ არა ადგილი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი არ იკვეთება.
მრავალეროვანი საქართველოს გრძელვადიანი დამკვირვებლის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კანდიდატურების მოხსნის რეალური მიზეზი არის მათზე განხორციელებული ზეწოლა ერთ-ერთი, (არასახელისუფლებო) საარჩევნო სუბიექტის მხრიდან. მრავალეროვანი საქართველო მიმართავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას, რათა თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს კანდიდატთა მიერ მასიურად კანდიდატურების მოხსნის გარემოებები და უზრუნველყოს შესაბამისი რეაგირების მოხდენა. საერთო სამოქალაქო მოძრაობამრავალეროვანი საქართველო ახორციელებსწინასაარჩევნო და არჩევნების დღისმონიტორინგს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსა და თბილისში.
სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდებასაქართველოში ნიდერლანდების სამეფოსსაელჩოს, ეროვნული ღვაწლიდემოკრატიისათვის (NED) , ფონდი „ღიასაზოგადოება საქარველოს“ (OSGF) დასაქართველოში დიდი ბრიტანეთისა დაჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულისამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით“, – წერია განცხადებაში.
[R]
კომენტარები