საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფრიდონ თოდუას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„საქართველოს პარლამენტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აკადემიკოს ფრიდონ თოდუას გარდაცვალებისგამო.
ბატონი ფრიდონი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იდგა ქვეყნისა და ადამიანების სამსახურში. ფრიდონთოდუას გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის და თანამედროვე მედიცინისთვის.
ვუთანაგრძნობ მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები