სხვადასხვა სამუშაოების ჩარატების გამო 10 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
დიდუბის რაიონი
საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
თბილისის მერიის მიერ საგზაო სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ჭიჭინაძის 360-ე კილომეტრის, ჭიჭინაძის, ცისკარიშვილის, მოსტკოვის, გუმათჰესის, ენგურჰესის, იდუმალის და რაზიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის მაცხოვრებლებს.
კომენტარები