„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა საკრებულოში საგანგებო განცხადება გააკეთა. უდუმაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, მივიდნენ თბილისის საკრებულოსთან ხვალ, 14:00 საათზე და ერთად დაიცვან ის ტრიტორიები, რომელსაც მისივე თქმით, თბილისის საკრებულო ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემას აპირებს.
„ცოტა ხნის წინ თბილისის საკრებულომ ჩანიშნა საკრებულოს სხდომა, სადაც „ქათული ოცნების“ უმრავლესობა გეგმავს საბოლოოდ დაუკანონოს ბიძინა ივანიშვილს პუშკინის სკვერის ტერიტორია და თაბორის მთაზე მდებარე ახალი ტერიტორია, სხდომა ხვალ არის დანიშნული 16:00 საათზე. მე დღეს დილით სწორედ ამ მიზნით მოვედი საკრებულოში, რომ უშუალოდ საკრებულოს თავმჯდომარისგან და მისი მოადგილისგან მომეთხოვა, თუ როდის გეგმავდნენ ისინი სხდომის ჩანიშვნას, რათა მალულად არ მომხდარიყო ამ საკითხის განხილვა, შემოსული არ ვიყავი შენობაში, რომ 5 წუთში, სასწრაფოდ დაიგზავნა მესიჯები, რომ სხდომა დანიშნულია ხვალ 16:00 საათზე.
ეს ის შემთხვევაა, როცა არცეთი ნაბიჯით არ ვაპირებთ უკან დახევას, ეს უკვე არ ეხება არც პოლიტიკას და არც არჩევნებს, ეს ეხება ჩვენს სახლს, ჩვენს თბილისს. ჩვენ არ ვგეგმავთ, რომ ერთ ლარად გადავცეთ ქლაქის ისტორიული ნაწილი ბიძინა ივანიშვილს და დავუკანონოთ კიდევ ახალი ტერიტორიები თაბორის მთაზე. ეს ბრძოლა ნამდვილად იქნება ბოლომდე, ჩვენ არ ვაპირებთ არაფრის დათმობას, ამ ბრძოლაში თბილისი არის მართალი“,-განაცხადა უდუმაშვილმა.
კომენტარები