საქართველოს 10 ოქტომბერს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ეწვევა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. აპატურაი მონაწილეობას მიიღებს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც ბათუმში გაიმართება.
კონფერენციაში მონაწილეობის გარდა, ჯეიმს აპატურაი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერმინისტრს, პრეზიდენტსა და მთავრობის წევრებს შეხვდება.
კომენტარები